| | |
როცა რაიმე საგანი კანის ზედაპირს ეხება, შეხებასთან ერთად ამ საგნის მთელ რიგ თვისებებს განვიცდით: მის სითბოს ან სიცივეს, სიმაგრეს ან სირბილეს, ზედაპირის სიგლუვეს ან სიმქისეს, სისველეს ან სიმშრალე; თუ საგნის შეხებას ყველა ამ თანადროულ განთცდას ჩამოვაშორებთ /განვაყენებთ/, მაშინ მხოლოდ შეხების შეგრძნება გვექნება, ე. ი. თავისებური განცდა, რ–იც გარდა შეხებისა, ანუ მიკარებისა, არავითარ სხვა თვისებად არ განიცდება. ხშირად შეხება წნევადაც განიცდება იმისდა მიხედვით თუ რა ინტენსიურობით მოქმედებს ჩვენზე შეხებითი გამღიზიანებული.
კანის სხვადასხვა ადგილზე შეხებითი გამღიზიანებელი სხვადასხვანაირად განიცდება. შეხების შეგრძნებათა ამ თვისებას, რ–აც ისინი კანზე მიკარების ადგილის მიხედვით ღებულობენ, ადგილობრივი ანუ „ლოკალური ნიშანი“ ეწოდება. /იხ. „ლოკალური ნიშანი“/.
კანის ზედაპირზე ყოველი წერტილის გაღიზიანება არ იძლევა შეხების შეგრძნებას. დადგენილია, რომ ამ შეგრძნებებს საგანგებო ორგანოები აქვთ, რ-ებიც მეტ–ნაკლები სიხშირით არიან განლაგებული კანქვეშ მდებარე ფენებში. შეხების შეგრძნებისათვის ყველაზე მგრძნობიარე ადგილებია ენის წვერი, ტუჩები, ცხვირის ზედაპირი და თითების დაბოლოებანი.
შეხების რეცეპტორებია მეისნერის და პაჩინის სხეულაკები, რ-ებიც კანშია მოთავსებული.
| | Top 10 • Feedback • Login | |
| © 2008 David A. Mchedlishvili | XHTML | CSS | Powered by Glossword 1.8.9 |