სხვისი აზრებისა და შეხედულებების უკრიტიკოდ გაზიარება და თავისი მოქმედების საფუძვლად მიღება, მოქმედება არა საკუთარი ნებელობის კარნახით, არამედ სხვისი ზეგავლენით; განცდა-დარწმუნებულობა კი ისეთი აქვს სუბ–ს თითქოს საკუთარ სურვილსა და მიზანს მისდევდეს და ახორციელებდეს. ზოგჯერ ერთი ად–ნის ზეგავლენა მეორეზე იმდენად დიდია, რომ სუბ–ს სხვისი აზრი და სურვილი საკუთარ შეხედულებად გარდაექმნება, ვერ გრძნობს, რომ მის მოქმედებას სხვა წარმართავს, უკრიტიკოდ სჯერა ყველაფერი, რასაც ეს სხვა ეტყვის და ასრულებს მის სურვილს, რ–რც ბრძანებას. ამის მაგალითს ჰიპნოზური მდგომარეობა წარმოადგენს. ამ თვისების გამო შ. და თვითშთაგონება გამოიყენება ფუნქციურ–ნერვული დაავადების მკურნალობის ფსიქოთერაპევტულ მეთოდად. შ–სათვის დიდი მნიშვნელობა აქვს შთამგონებლის პიროვნებას, მის ავტორიტეტს, ნებისყოფის სიძლიერეს, მეორე ად–ნში ჩაწვდომის და თავისი გავლენის ქვეშ მისი მოქცევის უნარს. სუბ. მით უფრო ადვილად ეძლევა შ–ს, რაც ნაკლებ ინტელექტუალურია, ემოციურად მერყევი და სუსტი ნებისყოფის მქონეა. განასხვავებენ შ–ის სამ სახეს: ჰიპნოზურს, პოსტჰიპნოზურს და სიფხიზლეში მიღებულს. შ–ის ანუ სუგესტიის წყარო შეიძლება იყოს კოლექტივიც მაგ., პანიკის შემთხვევაში– იქცევი ისე, რ–რც ყველა იქცევა, სხვისი გავლენის ქვეშ ხარ, სხვას ბაძავ. მოდაც შ-ას ემყარება: რაიმე მოგწონს იმიტომ, რომ ის ყველას მოსწონს. შ–ის საფუძველზე იზიარებ და აკეთებ იმას, რასაც სხვა იზიარებს და აკეთებს, რის შედეგადაც პირადი, შენი, ინდვიდუალური იკარგება და მიბაძვას ეთმობა ადგილი. რეკლამის ზემოქმედებაც შთაგონების გავლენით აიხსნება. შ–ის ნაირსახეობას თვითშთაგონება ანუ აუტოსუგესტია წარმოადგენს. როდესაც შენი თავის შთამგონებელი თვითონ შენ ხარ. თვითშთაგო ნებას ხელს უწყობს სუბ–ის მომატებული ემოციურობა, მოლოდინი, შიში, ეჭვი და ყველაფერი ის, რაც ძლიერ გსურს.