A E

შე შთ ში შრ შუ
შიე შიზ შინ შიშ

შიზოფრენია

პროგრესულად მიმდინარე ფს–კური დაავადება რ-იც უპირატესად ახალგაზრდობის პერიოდში იწყება და ხშირად მთავრდება სპეციფიკური ფს–კური დეფექტით /აქედან, ამ დეფექტიდანაა დაავადების კრეპელინისეული სახელწოდება Dementia praecox — ნაადრევი ჭკუასუსტობა/. შ–ისათვის დამახასიათებლად ითვლება ფს–კური მოქმედების ერთიანობის დარღვევა, გახლეჩა /აქედან წარმოიშვა ე. ბლოილერ ის მიერ მოწოდებული სახელწოდება – შიზოფრენია: schisis გახლეჩა, phren ჭკუა, სული/; დამახ. ავად–ის აზრების, ქცევისა და გრძნობების შეუსატყვისობა /ე. წ. ინტრაფსიქიკური ატაქსია/ და მათი არაადეკვატურობა გარემოს მიმართ; რეალური სინამდვილისაგან მოწყვეტა და საკუთარი ავადმყოფური განცდების სამყაროში ჩარაზვა /ე. წ. აუტიზმი/. ტერმინები „შიზოფრენია“ და „ნაადრევი ჭკუასუსტობა“ ამჟამად დაახლოებით ერთი და იმავე მნიშვნელობით იხმარება, მაგრამ ფრანგული სკოლა, განსაკუთრებით კლოდი, შ–ის ქვეშ გულისხმობს ნაადრევი ჭკუასუსტობისაგან განსხვავებულ დაავადებას, რ–იც ვითარდება შიზოიდურ ფონზე რაიმე გარეგანი მიზეზის ზემოქმედების შედეგად და არ ხასიათდება ინტელექტუალური სფეროს ცვლილებებით. შ–ის კლინიკა უაღრესად მრავალფეროვანია. ე. კრეპელინის კლასიფიკაციით არჩევენ დაავადების ოთხ ძირითად ფორმას:

1. მარტივი ფორმა – ახასიათებს ინტელექტუალური გაღარიბება, ემოციური განურჩევლობა, ინტერესის პროგრესული დაკარგვა, ბოდვითი იდეები და ჰალუცინაციები ნაკლებადაა გამოხატული.

2. ჰებეფრენია –კლინიკურ სურათში ჭარბობს ახირებული ქცევები, უაზრო სიცელქე, მანერულობა, ეიკფორია.

3. კატატონიური ფორმა – ახასიათებს კატატონიური აგზნება, ან კატატონიური სტუპორი.

4. პარანოიდური –კლინიკურ სურათში განსაკუთრებით წინა პლანზეა წამოწეული ბოდვითი იდეები და ჰალეცინაციები /უპირატესად სმენითი სახის ფსევდოჰალუცინაციები/. ამჟამად ფსიქიატრიაში ფართოდ იყენებენ შ–ის სხვაგვარ კლასიფიკაციასაც, რ¬აც საფუძვლად დაავადების მიმდინარეობის თავისებურება უდევს. ამ კლასიფიკაციით შ–ის სამი ძირითადი ფორმაა გამოყოფილი: უწყვეტად მიმდინარე, პერიოდული, ანუ რეკურენტული ფორმა და შეტევისებურ–პროგრედიენტული ფორმა. თითოეული მათგანი კიდევ რამდენიმე ქვეფორმად იყოფა.

Source: ბერულავა ნადეჟდა. ფსიქოლოგიის ცნება-ტერმინთა ლექსიკონი / ნადეჟდა ბერულავა, ზოსიმე ხოჯავა /რედ. ვ. კაკაბაძე. - თბ. : ინტელექტი, 2018. – 408 გვ. : ნახ.;20 სმ. .- ISBN-9789941482694.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9