A E

შე შთ ში შრ შუ
შიე შიზ შინ შიშ

შიში

L. Furcht

/ ემპირიული ანუ რეალური / რაციონალური ფროიდი/ შ., უსიამოვნო ემოცია, აღიძვრის ამჟამად ობიექტურად არსებული რაიმე საფრთხის /ან ასეთად განცდილის/ საპასუხოდ. ასეთი საფრთხე აღქმება, ან რ–რც მთლიანი ორგანიზმის არსებობის წინააღმდეგ მიმართული, ან სუბ–ის რომელიმე სასიცოცხლო ღირებულების /მოთხოვნილების, მიზნის, მიღწევის/ საზიანოდ მიმართული მუქარა. შ–თ გამოწვეული რეაქცია ვლინდება ან შებრძოლება–აგრესიის სახით, ან გაქცევა — დამალვის სახით /თუ რომელს აირჩევს სუბიექტი, მის პიროვნულ თვისებაზეა დამოკიდებული/. შ–ის რეაქცია ინსტინქტურ–პრიმიტიულია, ხოლო ფილოგენეზურად თავდაპირველ რეაქციად ითვლება. იგი საერთოა ცხოველთა მთელი სამყაროსათვის. შ–ის გამომწვევი ობიექტისადმი მიმართული გრძნობა, რ–რც თავდაცვითი ინსტინქტის გამოვლენა, ორგანიზმისათვის სასიგნალო მნიშვნელობისაა და სწორედ ამაშია მისი ბიოლოგიური აზრიანობაც /ჩ. დარვინი/.

შ. შეიძლება იყოს, სხვადასხვა ხარისხის ანუ სიძლიერის მაგ., შეშინება, დაფრთხობა, შეკრთომა — საშუალო ხარისხის, მეტნაკლებად ასატან შ–ად წარმოიდგინება, მაგრამ ძრწოლა, ელდა, შ–ის ზარი, დაფეთება-ძლიერ შ–ად, აფექტად ითვლება.

ძლიერი შ. აბნელებს და ავიწროებს ცნობიერებას, ახშობს მოქმედების გზას, იწვევს ქცევის არევ–დარევას და აუარესებს საპასუხო მიღწევის შედეგს /იხ. ფრუსტრაცია/. შ–ისათვის დამახ. სიპათიკური ნ. ს–ის მოქმედებით გამოწვეული სომატური ცვლილებები: თვალის გუგის გაფართოება, პირის სიმშრალე სახის გაფითრება, გულისცებისა და სუნთქვის გახშირება, არტერიული წნევის აწევა, ადრენალინისა და შაქრის მომატება სისხლში, ოფლიანობა, გამოყოფითი ფუნქციების გააქტიურება და სხვ. შ. გადამდებია, მასობრივ შ–ს პანიკა ეწოდება.

Source: ბერულავა ნადეჟდა. ფსიქოლოგიის ცნება-ტერმინთა ლექსიკონი / ნადეჟდა ბერულავა, ზოსიმე ხოჯავა /რედ. ვ. კაკაბაძე. - თბ. : ინტელექტი, 2018. – 408 გვ. : ნახ.;20 სმ. .- ISBN-978994148269.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9