A E

შე შთ ში შრ შუ
შიე შიზ შინ შიშ

შიშნეულობა

Rus. тревожное состояние
G. Angest
L. anxietas
Fr. angausse
E. anxety

შიშის ემოციის თავისებური სახე. განსხვავებით საკუთრივ შიშისაგან, შ-ს არ გააჩნია შიშის გამომწვევი, რეალურად არსებული ობიექტი. ამ აზრით იგი „უსაგნოა“, ობიექტურ საფუძველს მოკლებული. იგი ტოტალური გრძნობაა, გაუგეშტალტებელი /ვ. შტერნი/, რაღაც უბედურების მოლოდინის განცდა, მომავლის წინაშე დაურწმუნებლობის უარყოფითი გრძნობა. ახას. უმწეობა, სევდიანობა, დაძაბულობა, მოუსვენრობა, შფოთი, აგრესიულობა, შინაგანი და გარეგანი რეალობისადმი კონტროლის დაკარგვა, სასიცოცხლო მოვლენებისადმი უარყოფითი დამოკიდებულება, „სიცოცხლე არ შემიძლია“-ს განცდა, ვიტალური შიში. ტერმინი „შიშნეულობა“ /Angst / ფს–გიაში შემოიტანა ზ. ფროიდმა /1894/. მიაწერდა მას ნევროზის განმსაზღვრელი ფაქტორის მნიშვნელობას და თავისი ფსიქოანალიზური კონცეფციის ძირითად ცნებად თვლიდა. ამ კონცეფციის თანახმად შ. წარმოიშობა დათრგუნვილი ლიბიდოზური წარმოდგენების ენერგიისაგან, „ზე–მე“–ს /Super Ego/ მიერ ამ წარმოდგენების ქვეცნობიერში განდევნის შედეგად. რ–რც საშიშროების სიგნალი, ფროიდმა იგი განასხვავა რაციონალური ანუ რეალური შიშისაგან /1936/ და მას „სიღრმითი შიში“ უწოდა. ნეოფროიდიზმს /ვ. ჰორნი, ე. ფრომი/ ზ. ფროიდის ამ კონცეფციაში შეაქვს შესწორება, შ–ს აფუძნებს სოციალურ მომენტებზე.

შ–ის ცნებამ განსაზღვრული როლი ფილოსოფიაშიც შეასრულა. პირველად ეს ცნება ს. კირკეგარდმა /1813—1855/ გამოიყენა; მისი აზრით, შ. „არარაობის“ გრძნობით გამოწვეული „მეტაფიზიკური შიშია“. შემდეგ მ. ჰაიდეგერმა /1889/ შ–ით გამოწვეული სევდის, „გულის გადალევის“ საწყისად „არარაობის“ გრძნობა, სიკვდილი აღიარა და ამ გაგებით შეიყვანა ეს ცნება თავის „ექსისტენციალურ“ ფილოსოფიაში.

რელიგიური გრძნობებისათვის შ. აგრეთეე ფუნდამენტური ცნებაა. მას თვლიან ღვთის წინაშე შიშად.

სრულებით განსხვავებულ თვალსაზრისზე დგას ამერიკის ოპერაციონალისტური მიმდინარეობა /იხ. ოპერაციონალიზმი/. ამ მიმართულების შეხედულებით, შ–ის არსის ძიების მიმართულებებს არა აქვთ საზომი, მასშტაბი, რ–იც იტყოდა, სწორია თუ არა მათი დეფინიცია, ცნება კი მისი სისწორის ობიექტური მაჩვენებელის გარეშე, მეცნ. კვლევისათვის გამოუსადეგარია. ასეთი ობიექტური კრიტერიუმი კი მხოლოდ ოპერაციონალისტურ დეფინიციას შეუძლია წამოაყენოს. ოპერაც. დეფინიციით შ. არის ავტონომიური რეაქციის ნიმუში ორგანიზმისათვის ზიანის მომტან გალზიანებაზე. ასეთი გამღიზიანებელია მაგ., ელექტრული ნაკადი, რ–აც შეუძლია დააზიანოს ქსოვილი და რ–აც ინდივიდი აღიქვამს, რ–რც ტკივილს /განიცდის/. ოპერაციონალისტების აზრით ეს არის „უპირობო“ რეაქციის ჩვეულებრივი სახე, ასეთი „უპირობო“ რეაქცია უკავშირდება იმავე დროს მოქმედ რაიმე ნეიტრალურ გამღიზიანებელს რ–იც ამ თანამონაწილეობის გამო თვით იქცევა ამ რეაქციის გამომწვევ „პირობით“ გამღზიანებლად; ეს უკანასკნელი კვლავ შეიძლება, თავის მხრივ, დაუკავშირდეს კიდევ სხვა ნეიტრალურ გამღიზიანებელს და გახადოს იგი პირობით გამღიზიანებლად, და ასე შემდეგ. ად−ნს მრავალი ასეთი გაუცნობიერებელი „პირობითი“ გამღიზიანებელი აქვს შეძენილი. ყოველ კერძო შემთხვევაში უნდა მოიძებნოს ის სპეციფიკური „უპირობო“ გამღიზიანებელი, რომლის ბაზაზეც აღიზარდა შ–ის პირობითი რეაქცია. მაშინ განსხვავებას შიშსა და შინაგანად შეპირობებულ შ–ს შორის ძალა დაეკარგება. მათი განცხადებით, შ–ბის რეაქციის გამოწვევა შეიძლება სპეციალურად შერჩეული გამლზიანებლით ისე, რ–რც მოშლა ამ „პირობითი“ რეაქციისა.

დ. უზნაძის განწყობის თეორიის მიხედვით შ–ის საფუძველი ოდესღაც რეალური შიშის ღრმად ფიქსირებულ განწყობაში უნდა ვეძებოთ.

Source: ბერულავა ნადეჟდა. ფსიქოლოგიის ცნება-ტერმინთა ლექსიკონი / ნადეჟდა ბერულავა, ზოსიმე ხოჯავა /რედ. ვ. კაკაბაძე. - თბ. : ინტელექტი, 2018. – 408 გვ. : ნახ.;20 სმ. .- ISBN-978994148269.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9