ტერმინი გერმანულ ფს-გიაში შემოიტანა ვ. კელერმა. ნიშნავს საქმის ვითარების უშუალო გაგებას, მოვლენათა კავშირებს, მიზეზებისა და შედეგების უშუალო წვდომას. ასეთი წვდომა ყოველთვის შეგუებულია ქცევის ამოცანასთან. ცნება ჩ. კელერმა დაამუშავა ანთროპოიდების გონიერების კვლევასთან დაკავშირებით. პირველი მსოფლიო ომის დროს ამ ცდებს იგი ატარებდა კუნძულ ტენერიფაზე. მშიერ მაიმუნებს ათავსებდა გალიაში. ჭერზე ჩამოკიდებული იყო ბანანი. იქვე ეყარა სხვადასხვა სიგრძის ჯოხები და სხვადასხვა სიდიდის ყუთები. ბანანს მაიმუნი უშუალოდ ვერ სწვდებო - და, უნდა გამოეყენებინა ჯოხები და იმით ჩამოეგდო, ან ყუთები უნდა დაედგა ერთიმეორეზე და ამ გზით მისწვდომოდა საკვებს. ბევრს ეწვალა მაიმუნი, მაგრამ ვერც ჯოხი და ვერც ყუთი ვერ გამოიყენა მიზნის მისაღწევად. მაიმუნი ჯოხებს რამდენიმე დღე ატრიალებდა – თამაშობდა. კელერის დაკვირვებით, ამოცანის გადაჭრა მოხდა არა „ცდისა და შეცდომის“ შედეგად, არამედ ამოცანაში ერთბაშადი ჩაწვდომის გზით: მიზანი - ბანანი, საშუალება–ჯოხი და ბანანისაკენ მიმართული გზა მაიმუნმა უცბად ერთ ველში აღიქვა, ერთ სტრუქტურულ მთლიანობაში და ამოცანის გადაჭრაც რამდენიმე სეკუნდში მოხდა. მაიმუნი „ჩასწვდა“ სიტუაციას და პრობლემაც გადაჭრა. თითქოს იგი „მიხვდა“,თუ რა უნდა გაეკეთებინა. ამ შედეგების საფუძველზე კელერი მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ფილოგენეზურ განვითარების მაღალ დონეზე /ად -ნის მსგავსი მაიმუნებისათვის/ დამახ. გონიერი ქცევა, რ–იც ფს–გიაში „პრაქტიკული აზროვნების“ სახელითაა ცნობილია /იხ. ცდისა და შეცდომის მეთოდი, პრაქტიკული აზროვნება/.