| | |
ჩვეულებრივი გაგებით: სწავლის გზით შეძენილი მოქმედება, რ–იც ხშირი გამეორების /გავარჯიშების/ შედეგად მუშავდება. დამახ.
1. სტერეოტიპურობა– სრულდება ყოველთვის ერთი და იმავე სახით;
2. ავტომატიზმი–მიმდინარეობს მექანიკურად, აზროვნების დაუხმარებლად;
3. შეიცავს ჩვეულებაში გადასვლის ტენდენციას: დროთა ვითარებაში, ხშირი გამეორების შედეგად ის, რაც მიზნის მიღწევის საშუალება იყო, თვითონ ხდება მიზანი, ე. ი. იძენს მოთხოვნილების ხასიათს /მაგ., თამბაქოს მოწევა/.
4. ემსახურება სუბ–ის „განტვირთვას“ – მიმდინარეობს აზროვნების აქტებისა და ნებელობს დაძაბვის გარეშე;
5. სუბ–ის გარემოსთან ურთიერთობის პროცესში ჩვევა ქცევის შემადგენლობაში შედის და წარმოადგენს სიტუაციასთან შეგუების იარაღს.
ბიჰევიორისტულ ფს–გიაში ჩვევა გაგებულია რ–რც ყოველი სწავლის ძირითადი პრინციპები; სრულდება თანახმად სტიმულ–რეაქციის /S—R/ ფორმულას, წარმოადგენს ჩვეულებრივ, კონდიციურ /პირობით/ რეფლექსს, მიმდინარეობს და ყალიბდება „ ცდისა და შეცდომის“ წესით /ე. თორნდაიკი და სხვა/; საერთოა ცხოველთა მთელი სამყაროსათვის.
ქართულ ფს–გიაში ჩ-ის პრობლემა ექსპერიმენტულად გამოიკვლია ფს–გმა ზ. ხოჯავამ. ამ ექსპერიმენტებით მიღებული შედეგებისა და დ. უზნაძის „განწყობის თეორიის" საფუძველზე შემუშავებული მისი კონცეფცია ჩ–ის შესახებ რადიკალურად განსხვავდება ბიჰევიორისტული გაგებისაგან. მისი აზრით :
1. ჩ. არ არის სწავლის ერთადერთი შედეგი. სწავლის შედეგია აგრეთვე ცოდნის შეძენაც.
2. არ არის ერთნაირად დამახ. ცხოველთა მთელი სამყაროსათვის.
3. არ ეტევა „სტიმულ–რეაქციის“ ფორმულაში.
4. „ცდა და შეცდომა" მხოლოდ ადამიანს სპეციფიკაა. ცხოველი არასოდეს არ „სინჯავს“, რადგან იგი ფაქტობრივად არც „ცდას აყენებს“და „არც ცდება".
5. ყოველი ჩ–ის გამომუშავება ხდება ვარჯიშის გზით /ცურვის ჩვევის შეძენა/. სუბ. ვარჯიშის პროცესში თანდათან ამარტივებს მოქმედებას, ხვეწავს, არამიზანშეწონილს ტოვებს, აფიქსირებს მხოლოდ ზუსტ და უმოკლეს მოქმედებას; ის ბევჯერ ცდება, მაგრამ ეს შეცდომაც დადებით როლს თამაშობს, მიუთითებს, თუ რ–ლი მოქმედებაა მცდარი და რ–ლი საჭირო.
6. ერთხელ დაფიქსირებული ჩვევა იზოლირებული, დამოუკიდებელი მოქმედებაა, რ-იც ქცევის სხვადასხვა ფორმაში შედის /ამას სუბ–ის მიზანი განსაზღვრავს/.
7. რეალურად არსებობს მხოლოდ აზრის შემცველი სხვადასხვა ქცევა. მასში ჩართული ქცევითი მოქმედება წარმოადგენს ამ ჩვევის შესრულების „ტექნიკურ საშუალებას“.
8. ჩ., –რე ოპერაცია, არ გადადის ჩვეულებაში; ჩვეულებაში გადადის ქცევა, რ–რც გარკვეული მოთხოვნილების დაკმაყოფილების ფიქსირებული ფორმა, ე. ი. ჩვეულება არის მოთხოვნილებად ქცეული ქცევა.
9. ჩ. ისე, რ–რც ყოველი სხვა მოქმედება, გარკვეული „განწყობის“ საფუძველზე წარმოიშობა.
10. სულ სხვაა სწავლით მიღებული ცოდნა, იგი ასახავს ობიექტურ ვითარებას, არის ცნებათა სისტემის ლოგიკური წევრი და ფუნქციობს მსჯელობისა და დასკვნის /აზროვნების/ პროცესებში.
| | Top 10 • Feedback • Login | |
| © 2008 David A. Mchedlishvili | XHTML | CSS | Powered by Glossword 1.8.9 |