| | |
სასამართლო ფს–გიის დარგი, შეისწავლის მოწმის ჩვენების სისწორეს, მის საიმედოობას, დოკუმენტურობას. ჩ–ის ფს–გიას საფუძველი ჩაუყარა ფს–გმა ვ. შტერნმა (1903—1905 წწ. ის სცემდა სპეციალურ ჟურნალს „ჩვენების ფსიქოლოგიის საკითხისათვის“).
ცნება „ჩვენება“ ნიშნავს წარსულში მომხდარი რაიმე მოვლენის ან საქმის ვითარების სიტყვიერ აღწერას მოგონების საფუძველზე. მოწმის ჩვენებაზე, რ–რც საბუთზე, დამოკიდებულია სასამართლოს პრაქტიკა. ამიტომ ჩვენებას მოეთხოვება მომხდარი მოვლენის შინაარსი წარმოადგინოს სრული სიზუსტით, მის ბუნებრივ მიმდინარეობაში; გაგვაცნოს საქმის ვითარება, რ–რც პირი მომხდარი ფაქტისა. მაგრამ ცნობილია, რომ მოგონება ერთგვარად სახეს უცვლის წარსულს ექსპ–ულადაც დადასტურებულია, რომ მომხდარი ფაქტის სრული სიზუსტით აღდგენა ჩ–ში თითქმის მიუღწეველია. ჩ–ბის ფს–გიის საგანს იმ ფაქტორების შესწავლა შეადგენს, რ-თაც ცვლილებები შეაქვთ მოგონებაში.
ასეთად მიჩნეულია:
1. დროის ფაქტორით გამოწვეული ცვლილებები მეხსიერების შინაარსში. მეხსიერება რ–რც დროის ფუნქცია, დამოკიდებულია მომხდარი ფაქტის ხანიერობაზე.
2. შთაგონებითი კითხვებით გამოწვეული ცვლილებები.
3. მოვლენის ესთეტიკური გაფორმებისადმი და საერთოდ ინტელექტუალიზაციისადმი და ფანტაზირებისადმი მიდრეკილების როლი.
4. საზოგადოებრივი აზიის ზეგავლენა. განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ბ–ვის ჩ-ისადმი ნდობის საკითხი. ბ–ვის ჩ-ის სისწორე დამოკიდებულია აღზრდაზე, გარემოზე, ასაკზე, განვითარების დონეზე; მაგ. : აქვს თუ არა ბ–ვს განვითარებული ესა თუ ის ცნება, რამდენად სწორად იყენებს გამოთქმებს: გუშინ“, „ერთი თვის წინ“, „ერთი წლის წინ“ და სხვა. ასაკთან დაკავშირებულია ბ–ვისათვის და სხვადასხვა ასაკში სხვადასხვაა. აღნიშნული ფაქტორები მოგონებაში მომხდარ ცვლილებებს განსაზღვრავენ. ჩ–ბის ფს–გია ითვალისწინებს აგრეთვე მოვლენის აღქმის საკითხსაც : ყურადღების როლს აღქმაში, აღმქმელი სუბ–ტის შინაგან მდგომარეობას, მის განწყობებს, პიროვნულ თვისებებს, პირად დაინტერესებას და სხვა.
| | Top 10 • Feedback • Login | |
| © 2008 David A. Mchedlishvili | XHTML | CSS | Powered by Glossword 1.8.9 |