A E

ა. აა აბ აგ ად ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აპ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აწ ახ აჰ
ასა ასთ ასი ასო

ასოციაციის კანონები

წარმოდგენათა ასოციაციური დაკავშირება ოთხი ძირითადი კანონის მიხედვით ხდება (რ-თაც ჯერ კიდევ პლატონი და, განსაკუთრებით კი, არისტოტელე იცნობდა): მსგავსების, კონტრასტის, სივრცეში მეზობლობის და დროში მეზობლობის.

1 მსგავსების კანონი: ერთმანეთს უკავშირდება და აღდგება შინაარსის მხრივ მსგავსი წარმოდგენები, მაგ., ალ. მაკედონელის წარმოდგენა ნაპოლეონს გვაგონებს იმიტომ, რომ ეს წარმოდგენები შინაარსით მსგავსია. (ორივე დიდი სარდალი იყო); ვეფხის წარმოდგენა იწვევს ლომის წარმოდგენას და სხვა.

2. კონტრასტის კანონი: ურთიერთს უკავშირდება და აღდგება შინაარსის მხრივ საწინ. წარმოდგენები: მაგ, თეთრი- შავი, მაღალი-დაბალი, ცა-დედამიწა და სხვა.

3. სივრცეში მეზობლობის კანონი : ურთიერთს უკავშირდება და აღდგება ისეთი წარმოდგენები, რ-თა შინაარსი სივრცეში მეზობლად ყოფილა აღქმული, მაგ., მთვარე- ვარსკვლავი, საწერი მაგიდა–წიგნები, სახლი-ქუჩა.

4. დროში მეზობლობა: ურთიერთს უკავშირდება და აღდგება წარმოდგენები, რ-ნიც ერთდროულად ან თანამიმდევრულად ყოფილან აღქმულნი, მაგ., ნაცნობის ხმა იწვევს მისი სახის წარმოდგენას (ერთდროული), ელვა იწვევს გრუხუნის წარმოდგენას, დღე-ღამისას, „ანი“–„ბანისას“ (თანამიმდევრული). ახალ ხანაში ასოციაციის აღნიშნული კანონები ერთ ძირითად კანონზე — დროში მეზობლობაზე - იქნა დაყვანილი (იხ. ასოციაციის კანონთა რედუქცია).

Source: ბერულავა ნადეჟდა. ფსიქოლოგიის ცნება-ტერმინთა ლექსიკონი / ნადეჟდა ბერულავა, ზოსიმე ხოჯავა /რედ. ვ. კაკაბაძე. - თბ. : ინტელექტი, 2018. – 408 გვ. : ნახ.;20 სმ. .- ISBN-9789941482694.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9