| | |
ცხოველის ქცევის კვლევის ექსპერ. მეთოდი, გულისხმობს აგრეთვე ყოველი სწავლის ზოგად პრინციპს. რ–რც ცხოველის ქცევის ძირითადი პრინციპი, თავდაპირველად წამოაყენა კ. ლ. მორგანმა. რ–რც ქცევის კვლევის ექსპერიმენტული მეთოდი განვითარდა ამერიკაში. აშშ–ის ფს-გიის ბიჰევიორისტული მიმართულების წარმომადგენელთა აზრით, იგი არის „სწავლის“ ფს-გიური კვლევის ერთადერთი ობიექტური მეთოდი. მდგომარეობს შემდეგში:
1. მშიერ ცხოველს საჭმლის მოსაპოვებლად უქმნიან გართულებულ სიტუაციას „/პრობლემურ სიტუაციას/“. სანამ ცხოველი საჭმელს დაეუფლებოდეს, უნდა გაიკვლიოს გზა მხედველობის არეში მოცემულ, მაგრამ მისაწვდომად ძნელ პირობებში მოთავსებული საჭმლისაკენ. ამის შესასრულებლად მას არ გააჩნია მზა მზარეული სამოქმედო აპარატი, ინსტინქტით ან წინასწარი ვარჯიშით შემუშავებული ქცევა. ამოცანას სწორედ ასეთი ქცევის შემუშავება და მისი დასწავლა შეადგენს. (იხ. პრობლემური ყუთის მეთოდი, ლაბირინოის მეთოდი). ცხოველი იწყებს სვლას საჭმლისაკენ. მრავალ მცდარ მოძრაობათა შორის შემთხვევით გამოერევა ერთ-ერთი „შედეგიანი“, ე. ი. მიზანშეწონილი მოძრაობა, რომლის შედეგად ცხოველი მისწვდება საჭმელს და დაეუფლება მას. ამის შემდეგ სულ უფრო ხშირად სრულდება ეს „შედეგიანი“ მოქმედება და მცდარ მოძრაობათა რაოდენობა პროგრესულად კლებულობს. ბოლოს დადგება მომენტი, როდესაც ცხოველი არ იმეორებს არც ერთ მცდარ მოძრაობას და თავიდანვე, პირველივე მოძრაობით აღწევს მიზანს, –ე. ი. მან „ისწავლა“ ამოცანის სწორად გადაჭრის ხერხი.
2, „ცდა და შეცდომა“, ბიჰევიორისტების შეხედულებით, ნათლად გვიჩვენებს თუ როგორ ხდება „სწავლა“. შედეგიანი მოძრაობა /მაგ., ყუთის კარის გაღება/ დადებით უკუზეგავლენას ახდენს იმ მოძრაობაზე, რ-მაც ცხოველი დადებით შედეგთან მიიყვანა. იგი გამოეყოფა სხვა მოძრაობებს და მიინიშნება ცხოველის მიერ. მოძრაობათა შემდეგ სერიაში ეს შედეგიანი მოძრაობა უფრო ადვილად მიიღწევა და ბოლოს ფიქსირდება კიდეც /ამ მოვლენას ე. თორნდაიკმა მოქმედების „მომდევნო ეფექტის კანონი“ უწოდა/. არა შედეგიანი მოძრაობები კი სავსებით აღკვეთება.
„ცდა და შეცდომა“, ბიჰევიორისტების შეხედულებით, არის ცხოველის ყოველი სწავლის ძირითადი პრინციპი, მას მოქმედებს „მომდევნო ეფექტის კანონი" განსაზღვრავს. ამ აზრით, ცხოველის მიღწევა და სწავლა ხორციელდება არა „ჩაწვდომის“ /Einsicht/, ან გააზრების, გონებრივი აქტების შედეგად, არამედ მექანიკურად, „ცდისა და შეცდომის“ პროცესში, მიზანშეწონილი მოძრაობის დადებითი უკუზეგავლენით გამოწვეული ეფექტის შედეგად. /იხ. მომდევნო ეფექტის კანონი“, სწავლა/.
| | Top 10 • Feedback • Login | |
| © 2008 David A. Mchedlishvili | XHTML | CSS | Powered by Glossword 1.8.9 |