| | |
ნ. ს–ის უმნიშვნელოვანესი ნაწილი, შედგება თავისა და ზურგის ტვინისაგან. თავის ტვინში განასხვავებენ:
1. ტვინის ღეროს, რ–იც შეიცავს მოგრძო ტვინს, ვაროლის ხიდს, შუა ტვინსა და შუამდებარე ტვინს.
2. დიდი ტვინის ჰემისფეროებს /მანტიას/.
3. ნათხემს.
თავის ტვინი მოთავსებულია თავის ქალა ში. ზურგის ტვინი მოთავსებულია ხერხემლის არხში, იგი მოგრძო ტვინის უმუალო გაგრძელებაა.
ც. ნ. ს–ის ევოლუციის უმნიშვნელოვანეს ეტაპს თავის ტვინის ქერქის წარმოშობა წარმოადგენს, რ–იც ყველაზე მეტად განვითარებული აქვს ადამიანს. ფილოგენეზურად ტვინის ეს ნაწილი ყველაზე გვიანი წარმოშობისაა, ამიტომ თავის ტვინის ჰემისფეროებს აგრეთვე ახალ ტვინს /neencephalou-ს/ უწოდებენ.
ც. ნ. ს.-ის ფუნქციის განვითარება ხდება იმ პრინციპით, რომ მოგვიანებით წარმოშობილ ნაწილს ექვემდებარება ტვინის უფრო ძველად ფორმირებული განყოფილება.
ც. ნ. ს–ის სფეციფიკურ და უმნიშვნელოვანეს ფუნქციას რეფლექსური მოქმედება შეადგენს. ც. ნ. ს. ასრულებს და არეგულირებს ნერვული მოქმედების მრავალ სახეს. რეფლექსური მოქმედების ყველაზე მნიშვნელოვან და რთულ ფორმას უმაღლესი ნერვული მოქმედება წარმოადგენს. მას ასრულებს თავის ტვინის დიდი ჰემისფეროების ქერქი და ტვინის ქერქქვეშა წარმონაქმნები.
ც. ნ. ს.–ის მოქმედება ფსიქიკის ფიზიოლოგიური საფუძველია.
| | Top 10 • Feedback • Login | |
| © 2008 David A. Mchedlishvili | XHTML | CSS | Powered by Glossword 1.8.9 |