| | |
ასოციაციის კანონები (მსგავ სება, კონტრასტი, მეზობლობა დროში, მეზობლობა სივრცეში) არსებითად ერთ კანონზე (დროში მეზობლობაზე) იქნა დაყვანილი: კონტრასტის ა. იგივეა, რაც მსგავსებისა, რადგან კონტრასტული შინაარსები რაღაც ნიშნის მიხედვით მსგავსნიც არიან (თეთრი და შავი ორივე ფერია); სივრცეში მეზობლობა იმავე დროს დროში მეზობლობაცაა (მთვარე და ვარსკვლავი ერთდროულად ან თანამიმდევრულად აღიქმება), მსგავსების კანონი კი დროში მეზობლობაზე დაიყვანება, რადგანაც მსგავსი ნიშნები ერთდროულად, ან თანამიმდევრულად აღიქმება. ამრიგად, ასოციაციონისტთა აზრით, დროში მეზობლობის კანონი მოიცავს წარმოდგენათა ასოციაციური დაკავშირების ყველა შემთხვევას.
წარმოდგენათა ასოციაციური დაკავშირების აღნიშნული ოთხი კანონი თუმცა დროში მეზობლობის ერთ კანონზე იქნა დაყვანილი, მაგრამ საბოლოოდ ვერც ეს კანონი ხსნის წარმოდგენათა ურთიერთთან დაკავშირების (ასოციაციის) ფაქტს.
დ. უზნაძის განწყობის თეორიის თანახმად, წარმოდგენათა ურთიერთთან დაკავშირებას განწყობა განსაზღვრავს: „როდესაც სუბიექტზე ესა თუ ის წარმოდგენა მოქმედებს, იგი მასში შესაფერის განწყობას იწვევს და რა წარმოდგენები გაუჩნდება მას ამის შემდეგ, ეს იმაზეა დამოკიდებული თუ რა მთლიანი განწყობა აქვს მას. ყველა ცალკეულ ფაქტორს ე. წ. ასოციაციის კანონს – მსგავსებას თუ მეზობლობას მხოლოდ იმდენად აქვს ფაქტორის ღირებულება, რამდე ნადაც მას გარკვეული განწყობა უდევს საფუძვლად“ (დ. უზნაძე).
| | Top 10 • Feedback • Login | |
| © 2008 David A. Mchedlishvili | XHTML | CSS | Powered by Glossword 1.8.9 |