A E

ცდ ცე ცი ცნ ცხ
ცელ ცენ ცერ

ცერებროტონიკური ტემპერამენტი

L. cerebrum თავის ტვინი
Gk. tonos დაძაბვა

ვ. შელდონის კლასიფიკაციით ტემპერამენტის ერთ–ერთი ტიპი /იხ. სხეულის აგებულების ტიპები/. შეესატყვისება სხეულის „ექტომორფულ აგებულებას", ახლო დგას კრეჩმერის „შიზოთიმიკურ“ „ტემპერამენტთან“. დამახ. ადვილი აგზნებადობა, აგზნების ადვილი შეფერხება. ამის შესატყვისად დამახ. მუდმივი შინაგანი დაძაბულობა, ინტროვერსია, თავისი განცდების დამალვა, სოც. გარემოსთან გაძნელებული კონტაქტი.

Source: ბერულავა ნადეჟდა. ფსიქოლოგიის ცნება-ტერმინთა ლექსიკონი / ნადეჟდა ბერულავა, ზოსიმე ხოჯავა /რედ. ვ. კაკაბაძე. - თბ. : ინტელექტი, 2018. – 408 გვ. : ნახ.;20 სმ. .- ISBN-9789941482694.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9