| | |
ე. კრეჩმერის მიხედვით, ჯანმრთელი ად–ნის ხასიათისა და ემოციურ–აფექტური სფეროს / ტემპერამენტის / ერთ–ერთი ტიპის აღმნიშვნელი ცნება. კრეჩმერის კლასიფიკაციით შეესატყვისება პიკნიკური სხეულის აგებულებას /იხ. სხეულის აგებულების ტიპები/.
ც. ტ. ტ–ში ძირითადი და არსებითია ციკლური სახის რხევადობის ტენდენცია მხიარულ–სოციოფილურსა და დეპრესიულ-სოციოფობიურ სულიერ განწყობილებათა შორის /მონომანია, დეპრესია/. ეს რხევადობა ჯანმრთელ ადამიანებში „დიათეზური პროპორციის“ მიმართების საფუძველზე მიმდინარეობს და მრავალ ვარიაციულ სახეს ქმნის.
ც. ტ. ტ-ის ადამიანი მეტწილად ჰარმონიული პიროვნებაა, სასიამოვნო განცდებისაკენ მიდრეკილი, სიცოცხლისა და ადამიანების მოყვარული, ემპირიკი, მხიარული, საზოგადოებრივი, კონტაქტური, გარემოს აწმყო ინტერესებთან შერწყმული, ექსტრავერტული, ცოცხალი ფს−კური ტემპის, გაბედული, საქმიანი. ამის საწინააღმდეგო პოლუსზე ადამიანი თავისი თავისკენ მიმართული, მძიმე სულიერი განწყობილების, განრისხებისკენ მიდრეკილი, სევდით მოცული, შეკავებული ფს–კური ტემპის პიროვნებაა. მაგრამ ორსავე შემთხვევაში /მხიარულ-სოციოფილური და დეპრესიულ–სოციოფობური/ პოლუსების პიროვნებები ნორმალური, ჯანმრთელი ადამიანები არიან. მათი სულიერი განწყობილება, გარემოსთან დამოკიდება ბუნებრივად მიმდინარეობს, ქცევა ნორმის ფარგლებს არ სცილდება.
ც. ტ. ტ-ს, ფსიქოპათ ადამიანებში შეესატყვისება „ციკლოიდური“ ტემპერამენტის ტიპი.
| | Top 10 • Feedback • Login | |
| © 2008 David A. Mchedlishvili | XHTML | CSS | Powered by Glossword 1.8.9 |