A E

ცდ ცე ცი ცნ ცხ
ცნე ცნო

ცნობიერება

მეცნ–ში სხვადასხვა მნიშვ–ბით იხმარება:

1. რ–რც ობიექტური სინამდვილის იდეალურ ასახვა, გაგება და მეცნ–ული შემეცნება, მასში მიმდინარე პროცებისა და მოვლენების წვდომა. ძირითადად ამ მნიშვ–ბით იხმარება ცნება ც. ფილოსოფიაში.

2. ც. იხმარება აგრეთვე შეგრძნების მნიშვ–ბით რ-რც „შეუგნებლობის“ საპი. ცნება. ამ გაგებით, ცნობიერი მოქმედება ეწოდება ისეთ მოქმედებას, რ−შიც სუბ–ტს გათვალისწინებული აქვს თავისი მოქმედების მიზანი, საშუალებები და მისი შესაძლო შედეგები.

3. იხმარება აგრეთვე „საზოგადოებრივი ც–ის მნიშვ., რ-შიც იგულისხმება: აქვს თუ არა სუბ–ს იდეოლოგიური, პოლიტიკური, ეკონომიკური, ზნეობრივ–უფლებრივი, კლასობრივი, ნაციონალური და სხვა საზოგადოებრივი მოვალეობის შეგნება, განცდა ანუ ც.

4. მეცნიერულ ფს–გიაში ცნება ც. სხვა, სპეციფიკური მნიშვნელობითაც იხმარება, იგი ნიშნავს უშუალო, ურეფლექსიო ცოდნას, რ–იც თან ახლავს ყოველ კონკრეტულ განცდას. შეგრძნებას, აღქმას, წარმოდგენას, დახსომება–მოგონების აქტებს, გრძნობა–ემოციას, აზრს, ინტერესს, სურვილს, მისწრაფებას, ე. ი. ყოველ ფს−კურ პროცესს. მაგ., როცა მე სიამოვნებას განვიცდი, მე არა მარტო მაქვს ეს განცდა, არამედ კიდეც ვიცი, რომ ის მაქვს. ამ შემთხვევაში განცდა და მისი ჩემში არსებობის ცოდნა ორ ცალკეულ მოვლენას კი არ წარმოადგენს, არამედ ერთ განუყოფელ მთელს ც., ამ შემთხვევაში, ისეთი ცოდნა კი არ არის, რ–აც ჩვენ დისკურსიული აზროვნების საშუალებით ვიძენთ, არამედ ისეთი, რ–იც თვით განცდის ფაქტშია უშუალოდ მოცემული და რ–ლის გამოყოფას მხოლოდ ანალიზის გზით ვახერხებთ.

ც. გარკვეული სტრუქტურის მქონეა:

1. სუ-ბის ფხიზლად არსებობის ყოველ მომენტში ც. მისი ყველა განცდის მთლიანობასა და ერთობლიობას წარმოადგენს. ის მთლიანობა არსებითად განსხვავდება ბუნებაში არსებული ყოველი სხვა მთლიანობისაგან; ის პირველად, განცდადი მთლიანობაა, არსაიდან არ გამოიყვანება, მასში შემავალი ყოველი განცდა ამ მთლიანობის კანონზომიერებას იზიარებს, მის დაღს ატარებს და მის გარეშე არსებობა არ გააჩნია.

2. ც–ის არსებითად დამახ. თვისებაა აგრეთვე დინამიკურობა : ც-ში განცდები განუწყვეტლივ ცვლიან ურთიერთს, მისი შინაარსი ნაკადივით დენადია. ც-ბის ამ თვისებას ამერიკელმა ფს−გმა და ფილოსოფოსმა უილიამ ჯეიმზმა „ცნობიერების ნაკადი" უწოდა; ეს დახასიათება ც–ს დღემდე შერჩა.

3. ც–ისათვის დამახ. აგრეთთვე უწყვეტობა: ბუნებრივ ძილში, ჰიპნოზურ მდგომარეობაში, გულწასულობის დროს ც−ბის მიმდინარეობა თითქოს წყდება, მაგრამ აღნიშნული მდგომარეობიდან გამოსვლის შემდეგ კვლავ მყარდება კავშირი წარსულის განცდებთან, რაც საფუძვლად ედება „მე“–ს იგივეობას, უწყვეტობას და ერთიანობას, ე. ი. თვითცნობიერებას. ამრიგად, „მე“–ს ცნობიერება იგივეა, რაც თვითცნობიერება.

ესა თუ ის განცდა ყოველთვის არ არის ერთნაირად ცხადი და ნათელი, რაც იმას ნიშნავს, რომ არსებობს ცნობიერების განსხვავებული საფეხურები. ეს ფაქტი ექსპერიმენტულადაც დადასტურდა /ვესტფალის ცდები/.

იდეალისტურ ფილოსოფიასა და ფს–გიაში ც. წარმოდგენილია რ–რც დამოუკიდებელი სულიერი სუბსტანცია. მარქსისტულ–მატერიალისტური ფს-გიის თანახმად კი ც. გაგებულია, რ–რც თავის ტვინის თვისება და ფუნქცია, რ–იც გაჩნდა მატერიის განვითარების უმაღლეს საფეხურზე და ობიექტური სინამდვილის ასახვას წარმოადგენს.

Source: ბერულავა ნადეჟდა. ფსიქოლოგიის ცნება-ტერმინთა ლექსიკონი / ნადეჟდა ბერულავა, ზოსიმე ხოჯავა /რედ. ვ. კაკაბაძე. - თბ. : ინტელექტი, 2018. – 408 გვ. : ნახ.;20 სმ. .- ISBN-9789941482694.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9