ვიურცბურგის სკოლაში დამკვიდრებული ცნება, /განსაკუთრებით დაამუშავა კარლ მარბემ/, რ–რც ერთ–ერთი არათვალსაჩინო განცდის სახელწოდება.
არათვალსაჩინო შინაარსის /აზრი, ცოდნა/ სპეციფიკას ნიშანთა სიღარიბე შეადგენს, რ-ის გამოც მისი აღწერა და სახელდება ძნელდება. ვიუცბურგის სკოლაში ცპ–ები, ფს–გიური ექსპერ–ის პროცესში, თვითდაკვირვების საფუძველზე ადასტურებენ, რომ მათ აქვთ ემოციური ტონით შეფერილი ერთგვარი ინტელექტუალური განცდა, რ–ის დაწვრილებით აღწერა და დაზუსტება არ შეუძლიათ /ასეთია, მაგ., ეჭვის, დარწმუნებულობის, ცნობის და სხვა განცდა/. ასეთ განცდას კარლ მარბემ „ცნობიერების მდგომარეობა“ უწოდა.