A E

ა. აა აბ აგ ად ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აპ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აწ ახ აჰ
ასა ასთ ასი ასო

ასოციაციური ექსპერიმენტი

ასოციაციური ექსპერიმენტი ორგვარია: წყვილური და ჯაჭვური. რ-რც წყვილური, ისე ჯაჭვური შეიძლება იყოს თავისუფალი და შეზღუდული. წყვილური თავისუფალი: ცპ-ს ეძლევა გარკვეული სიტყვა- გამღიზიანებელი მოსმენით ან წერილობით, რ-საც მან უნდა უპასუხოს, დაუფიქრებლად, თავში მოსული პირველი სიტყვით. ექსპერატორი ზომავს რეაქციის დროს. წყვილური შეზღუდული: სიტყვა- გამღიზიანებელს ცპ-მა უნდა უპასუხოს არა ნებისმიერი სიტყვით, არამედ ექსპერ-ატორთან წინასწარი შეთანხმების მიხედვით: მაგ. სიტყვაზე „სახლი“ – უპასუხოს მხოლოდ ისეთი სიტყვით, რ-იც სახლის ნაწილს აღნიშნავს: კარი, ჭერი, ფანჯარა ან სხვა. ჯაჭვური თავისუფალი ექსპერ-ის შემთხვევაში ცპ-ს ეძლევა წინადადება მიცემული სიტყვის საპასუხოდ ჩამოთვალოს ყველა სიტყვა მიყოლებით, რ-იც კი თავში მოუვა. დრო წინასწარ განსაზღვრულია. ჯაჭვური შეზღუდული ექსპერ. ცპ-ს ეძლევა წინადადება ჩამოთვალოს მხოლოდ გარკვეული კატეგორიის სიტყვები, მაგ., მხოლოდ ცხოველები, ან ფრინველები, ან სხვა.

წყვილური თავისუფალი ა. ე. საშუალებას იძლევა გამოაშკარავდეს სუბიექტის ფარული (კომპლექსური) განცდები (კ. იუნგი). უკანასკნელ შემთხეევაში საპასუხო სიტყვა პირდაპირ კავშირში არ დგას სიტყვა–გამღიზიანებლებთან და ატარებს ემოციურ ტონს, რეაქციის დრო კი ჩვეულებრივზე უფრო გრძელია. ცპ. აგვიანებს პასუხს და თანაც ერთგვარ მოუსვენრობასაც ავლენს. წყვილური შეზღუდული და ჯაჭვური შეზღუდული ა. ე. სუბიექტს გარკვეული ამოცანის გადაწყვეტას ავალებს და ამიტომ ინტელექტის და საერთოდ ფსიქიკური განვითარების დონეს გვიჩვენებს. ჯაჭვური თავისუფალი ა. ე. არსებითად იმასვე ავლენს, რასაც წყვილური თავისუფალი-„განდევნილ განცდებს.“ ზ. ფროიდი მას იყენებდა ნევროზით დაავადებულთა მკურნალობის მიზნით.

Source: ბერულავა ნადეჟდა. ფსიქოლოგიის ცნება-ტერმინთა ლექსიკონი / ნადეჟდა ბერულავა, ზოსიმე ხოჯავა /რედ. ვ. კაკაბაძე. - თბ. : ინტელექტი, 2018. – 408 გვ. : ნახ.;20 სმ. .- ISBN-9789941482694.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9