A E

ცდ ცე ცი ცნ ცხ
ცნე ცნო

ცნობიერების სივიწროვე

G. Bewusstseinsenge

ეწოდება ცნობიერების მოცულობის განსაზღვრულობას დროის ერთ მონაკვეთში. ტაქისტოსკოპური ექსპერ–ით დადასტურებულია, რომ სუბ–ს ერთდროულად შეუძლია აღიქვას 4-დან 6-მდე მარტივი შთაბეჭდილება /ასოები ან ციფრები/, ამაზე მეტ ელემენტს ერთდროულად ცნობიერება ვერ იტევს. ხოლო თუ აღქმის შინაარსი რთულია, მაშინ ცნობიერება მარტო ერთი შინაარსით, ერთი შთაბეჭდილებით ისაზღვრება. მაგ., სუბ–ს არ შეუძლია ერთდროულად აკეთოს ორი სხვადასხვა რთული საქმე, ვთქვათ, გამოიყვაოს რაიმე მათემატიკური ამოცანა და იმავე დროს იმსჯელოს სერიოზულ საქმეზე. ამ გაგებით, ც. ს. არსებითად იგივეა, რაც ყურადღების მოცულობა.

Source: ბერულავა ნადეჟდა. ფსიქოლოგიის ცნება-ტერმინთა ლექსიკონი / ნადეჟდა ბერულავა, ზოსიმე ხოჯავა /რედ. ვ. კაკაბაძე. - თბ. : ინტელექტი, 2018. – 408 გვ. : ნახ.;20 სმ. .- ISBN-978994148269.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9