A E

ცდ ცე ცი ცნ ცხ
ცნე ცნო

ცნობიერების შემოქმედებითი სინთეზის პრინციპი

ვ. ვუნდტის ფს–გიური კონცეფციის ერთ–ერთი ძირითადი ცნება. ვუნდტის შეხედულებით, ფს–გიაში მიღებული ასოციაციის პრინციპი ვერ ხსნის აღქმის პროცესში შეგრძნების ჯამიდან ახალი მომენტის წარმოქმნის ფაქტს. ელემენტთა უბრალო გაერთიანება ვერ ქმნის ფს–კურ სტრუქტურებს, რაც შევრძნების შედეგად ვღებულობთ, რ¬რც აღქმას. ეს უკანასკნელი არ არის ელემენტებისაგან მექანიკურად შედგენილი ჯამი, არამედ მათ ჯამზე მეტია. საგნის აღქმას, შეგრძნების პროცესში, ერთვის კიდევ ახალი მომენტი – საგნის მთლიან–სტრუქტურული სახე, რ–იც ამ ჯამში ელემენტად არ შედის. მელოდია არ უდრის მასში შემავალი ტონების /ბგერების/, რ–რც ელემენტების ჯამს, არამედ იგი შეიცავს კიდევ რაღაც სხვას და ახალს. აი, ეს ახალი და სხვა მელოდიის აღქმის სტრუქტურაში ვ. ვუნდტის აზრით შექმნილია აღმქმელი სუბ–ს მიერ, ცნობიერების „შემოქმედებითი სინთეზით. ელემენტებიდან საგნის სტრუქტურის აგების პროცესში, შემმეცნებელი სუბ–ს აქტუალურ დამოკიდებულებას საგანთან, შეაქვს თავისი საკუთარი, შემოქმედებითი წვლილი: ქმნის ამ ელემენტებისაგან მთლიან და ერთიან სტრუქტურას. აღქმის პროცესში სუბ–ს ამ აქტიურ შემოქმედებით დამოკიდებულებას საგანთან უწოდებს ვუნდტი „ცნობიერების შემოქმედებითი სინთეზის პრინციპს“ /იხ. სინთეზი, აქტუალობის თეორია/.

Source: ბერულავა ნადეჟდა. ფსიქოლოგიის ცნება-ტერმინთა ლექსიკონი / ნადეჟდა ბერულავა, ზოსიმე ხოჯავა /რედ. ვ. კაკაბაძე. - თბ. : ინტელექტი, 2018. – 408 გვ. : ნახ.;20 სმ. .- ISBN-978994148269.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9