1. ნ. ახის მიერ შემოტანილი ცნება ენათესავება „ცნობიერების მდგომარეობას" /იხ. ცნობიერების მდგომარეობა/. ახის გადმოცემით ფს–გიური ექსპერ–ის პროცესში ცპ-ები დავალებას, (მაგ., რაიმე ამოცანის გადაწყვეტას, მიმატებას ან გამოკლებას ) ასრულებდნენ ინსტრუქციის მიხედვით, რ–რც კი ამისათვის სიგნალს მიიღებდნენ ექსპერიმენტატორისაგან. მისი აზრით, ასე ერთბაშად /დაუფიქრებლად/ დავალების შესრულების დაწყება მათ იმიტომ შეეძლოთ, რომ წინასწარ ჰქონდათ ინსტრუქციით შემუშავებული „ცნობიერების“ ერთგვარი მდგომარეობა, რ-აც მან ამოცანის ცნობიერობა უწოდა. /იხ. ვიურცბურგის ფსიქოლოგიური სკოლა/.
2. ცნობიერების აქტ–ის მიმართვა საგანზე, რაც იგივე ხედვაა; იგი ხედვის აქტია თვითონ.