A E

ცდ ცე ცი ცნ ცხ
ცხო

ცხოველის ფსიქოლოგია

ფს–გიის ერთ–ერთი დარგი. იკვლევს ცხოველის გონიერების საკითხს: არის თუ არა ცხოველი გონიერი არსება, თა- ვისი ქცეეის შემოქმედი სუბ., ნაწილობრივ მაინც. ც. ფ–ის მეორე მნიშ- ვნელოვანი პრობლემა შემკვიდრეობით მიღებულ თვისებათა ცვალებადობის საკითხია.

მე–19 ს–ში ცხოველის ცხოვრებაზე წერდნენ ა. ბრემი, ლ. ბიუხნერი, ე. ჰეკელი, ს. კარუსი, ჰ. ლოიდ–მორგანი და სხვ. მაგრამ ყველაზე დიდი გავლენით ჩ. დარვინის /1809 — 1882/ გამოკვლევები და თეორია სარგებლობდა. ცხოველის ცხოვრების კრიტიკული განხილვა და მეცნიერული გაანალიზება მაინც მხოლოდ მე–20 ს–დან დაიწყო.

ცხოველთა კვლევის ისტორიას ორი ურთიერთსაწინააღმდეგო ტენდენცია გასდევს:

1. ცხოველის ქცევის გაგება ადამიანის ქცევის ანალოგიით –ანთროპომორფიზმი.

2. რ. დეკარტის სწავლების შესატყვისად, ცხოველის ავტომატის მსგავსად გაგება, მისი ქცევის დამსგავსება მანქანურ–მოქმედებასთან.

ცხოველის გაადამიანების წინააღმდეგ ჯერ კიდევ ლოიდ–მორგანმა წამოაყენა /1890/ დებულება: ცხოველის ქცევა „არ უნდა ავხსნათ მაღალი ფს−კური თვისებებით, თუ მისი ახსნა დაბალი ფუნქციით შეიძლება".

მე–20 ს–ში ცხოველის ფს–გიური კვლევა მიმდინარეობს ობიექტური მეთოდით, რ–რიცაა „პირობითი რეფლექსის მეთოდი“ ბიჰევიორისტული მიმდინარეობის ობიექტური მეთოდები /„ლაბირინთის მეთოდი“, „პრობლემური ყუთის მეთოდი“, ცდისა და შეცდომის მეთოდი"/.

აღსანიშნავია ვ. კელერის ცდები მაიმუნზე. ამ შემთხვევაში ისე, რ–რც ყველა ზევით დასახელებულ მეთოდში, ად–ნის მონაწილეობა ცდის პროცესში გამორიცხულია, ცხოველის მიღწევის შეფასება ევალება ად−ნის უშუალო დაკვირვებას.

რაც შეეხება მემკვიდრეობით მიღებულ თვისებათა ცვალებადობის საკითხს, ზოგი მკვლევარი იზიარებს ინსტინქტის შეზღუდულ /ნაწილობრივ პლასტიკურობას /ვ. ლორენცი, ნ. ტინბერგენი/, მათი აზრით ინსტინქტური მოქმედების ერთ ნაწილს შეიძლება პლასტიკურობა ახასიათებდეს, მეორეს – არა, ეს მათ ასე ესმით: მთლიანი ქცევის პირველი ნაწილი / ე. წ. აპეტენცური ქცევის დასაწყისი/, შეიძლება კონკრეტულ პირობებს შეეგუოს, ამდენად ინსტინქტი პლასტიკურია, ხოლო ქცევის მეორე ნახვარი საბოლოო ქცევა – სრულებით უცვლელია. მაგ., ჩიტი ბუდის აგების პირველი ნახევარი, – ბუდისათვის ადგილის არჩევა და საშენი მასალის შერჩევა, – შეიძლება მოცემულ კონკრეტულ პირობებს შეეგუოს, ხოლო ბუდის საბოლოო სახე, უსათუოდ მემკვიდრეობითი რეცეპტით აიგება, ნებისმიერ პირობებში.

Source: ბერულავა ნადეჟდა. ფსიქოლოგიის ცნება-ტერმინთა ლექსიკონი / ნადეჟდა ბერულავა, ზოსიმე ხოჯავა /რედ. ვ. კაკაბაძე. - თბ. : ინტელექტი, 2018. – 408 გვ. : ნახ.;20 სმ. .- ISBN-978994148269.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9