A E

ძი ძუ
ძუძ

ძუძუს ბავშვობის ხანა

იწყება „ახალდაბადებულობის“ ბოლო პერიოდიდან /მეორე თვის ბოლო/ და გრძელდება მეორე წლამდე /დ. უზნაძის კლასიფიკაციის მიხედვით/. ამ პერიოდში ბ−ვი უშუალო კონტაქტში შედის გარეგამღიზიანებლის ფათო წრესთან /სითბო, სიცივე, სინათლე, ხმა და სხვ/.ფიზიკური განვითარება−მიმდინარეობს ორგანიზმის გაფორმება, ინტენსიურად მატულობს თავისა და გულმკერდის გარშემოწერილობა. მიმდინარეობს ძვლების დაკირიანება, კბილების ამოსვლა, /წლის ბოლოს 8 კბილია ამოსული/. ნერვული სისტემა - განიცდის ინტენსიურ განვითარებას, თავის ტვინი. წლის ბოლოსათვის ერთიორად მატულობს. მოტორიკა ბ-ვი ეჩვევა თავისი სხეულის გადაადგილებას, იწყებს ჯდომას და ფოფხვას. ფსიქიკური სფერო - თავდება არადიფერენცირებული, ფეტუსური მდგომარეობის მსგავსი არსებობა /ახალდაბადებულიბის ხანა/ და იწყება გარე სამყაროს აღქმის /პერცეფციის/ და მასთან ურთიერთობის დამყარების პერიოდი. პირველი პერცეპტული აქტი „ჭვრეტაა“ /იხ. ჭვრეტის ინტერესი/;ბ-ვი საგნებს აშტერდება, თვალს აყოლებს მათ მოძრაობას. მე–5 მე–6 თვეზე მას ემატება „ტაცების“ აქტი. თუ ხელში იგდო რაიმე საგანი, მას უმალ პირში მიაქანებს, ხმაურსა და ბგერას უსმენს, ყუჩდება და თავს ბგერისაკენ აბრუნებს. ჭვრეტა და ტაცება ბ-ვის საგნობრივ აღქმას ედება საფუძვლად, ამ გზით ის ეცნობა საგნის ნიშნებს: ფერს, ფორმას, სუნს, გემოს, ტაქტილურ თვისებებს, მაგრამ საგნის რ–რც დიფერენციული ერთეულის აღქმა არ შეუძლია, ჯერ კიდევ მისი აღქმა გლობალურ დიფუზურია, უკავშირდება მისი მოთხოვნილების დაკმაყოფილების სიტუაციას. მეხსიერება ცნობის აქტით განისაზღვრება. მეტყველება: ამ პერიოდისთვის ნიშანდობლივია მეტყველების წინა სტადიების გამოვლენა ტიტინსის სახით. წლის ბოლოს კი ბ. იწყებს ზოგი ბგერითი კომპლექსის ხმარებას. მაგრამ სიტყვა დიფუზიური შინაარსისაა, მთლიანი სიტუაციის გამოხატველი, რ−შიც მოთხოვნილების დაკმაყოფილება ხდება; მაგ., სიტყვა „დედა“ ნიშნავს: ხელში ამიყვანე, მაჭამე, მომეცი და სხვა. ასეთი „ერთსიტყვიანი“ წინადადებები / ვ. შტერნი/ აფექტურ–ემოციურ მდგომარეობას აღნიშნავენ და ამიტომ მათ სიტყვის ნამდვილი მნიშვნელობა არა აქვთ. სოციალური ქცევა: პირველად თავს იჩენს სხვისი „გამომხატველი მოძრაობის“, გაგებაში მაგ., დედის ღიმილზე გვიიღიმება, სხვა ბ–ვის ტირილზე – ტირის. ქცევის განვითარებაში განსაკუთრებულ როლს მეტყველება ასულებს, წლის მეორე ნახევრიდან და, განსაკუთრებით, წლის ბოლოს „ერთსიტყვიანი“ წინადადებით იგი სხვას აგებინებს თავის სურვილებს /ამყარებს კონტაქტს/. წაბაძვა: ამ პერიოდში დამახასიათებელია წამბაძველობა, რომელიც მეცხრე თვეში ქცევის დომინანტურ ფორმად იქცევა. ბ-ვი ბაძავს ად-ნს. მაგ., თავზე გაზეთს იდებს ქუდის მსგავსად, ქაღალდით ბერტყავს სკამს და სხვ. მოქმედება „ფუნქციური ტენდენციის“ გამოვლინებაა და ორგანიზმის გავარჯიშებას ემსახურება. თამაში: გარდა წაბაძვისა მეექვსე თვიდან ბ–ვი იწყებს ე. წ. „ექსპერიმენტულ მაშს“ /სათამაშოების მტვრევა, ქაღალდის ხევა და სხვა/. ინტელექტი: ზემოაღნიშნული რეცეფციის აქტები /ჭვრეტა, ტაცება/ და ფუნქციათა მოქმედებები /შეგრძნება, აღქმა, მეხსიერება, ექსპერ. თამაში და სოც. ქცევა, მეტყველებითი კონტაქტების დამყარება, წაბაძვა/ ინტელექტის განვითარების წინამოსამზადებელი საფეხურია. აღნიშნულ პერიოდში ბ–ვი ახერხებს საგანთა შორის დამოკიდებულების დადგენას და მიზნის მისაღწევად საგნის იარაღად გამოყენებას /ძაფის საშუალებით საგნების მოწევა, კ. ბიულერის ცდა/.

Source: ბერულავა ნადეჟდა. ფსიქოლოგიის ცნება-ტერმინთა ლექსიკონი / ნადეჟდა ბერულავა, ზოსიმე ხოჯავა /რედ. ვ. კაკაბაძე. - თბ. : ინტელექტი, 2018. – 408 გვ. : ნახ.;20 სმ. .- ISBN-978994148269.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9