A E

წა წვ წი წნ წო წყ
წაბ წარ

წარმოდგენა

არის წარსულში აღქმული საგნის ან მოვლენის ხელახალი განცდა, მისი ფიზ. კორელატის აწმყოში ცნობიერებაზე ზემოქმედების გარეშე. წ–ში სუბ-ტი განიცდის საგანს /მოვლენას/ მისი ხატის სახით, „შინაგანი ხედვით“, ე. ი. საგანს იგი ახლად კი არ აღიქვამს, არამედ წინათ აღქმულის ხატს თავისი „შინაგანი ხედვის“ წინაშე აყენებს – წარმოიდგენს მის შინაარსს. ასეთია მოგონების საფუძველზე ცნობიერებაში გაჩენილი შინაარსები, სახეები /რეპრეზენტატები/. წარსულის განცდა მეხსიერებაში წ–ების სახითაა შენახული. წ–ში მოცემული ხატი აღქმაში მოცემულთან მთლად იდენტური არ არის. აღქმის ცოცხალ სახესთან შედარებით წ–ის ხატი უფრო მკრთალია, აღქმის სიზუსტე და სიცხადე აკლია. წ–ის კონკრეტული შინაარსი საგნის აღქმის ზუსტი გამეორება არ არის, არამედ გარკვეული კატეგორიის საგანთა ზოგადი სახეა /იხ. ზოგადი წარმოდგენა/. წ. შეიძლება ან აღქმამ გამოიწვიოს, მაგ., აღვიქვამ სურათს და მიჩნდება მეგობრის წ., რ-თან ერთადაც ეს სურათი წინათ დამითვალიერებია, ან შეიძლება არსებულმა წ-ამ სხვა წ. გამოიწვიოს, ე. ი. აღმიძრას მასთან დაკავშირებულ მოვლენათა წ. და სხვ. /იხ. ასოციაცია წარმოდგენათა/.

წ. მხოლოდ იმ შინაარსისა შეიძლება, რ–იც ოდესმე ყოფილა აღქმული. არასოდეს არაღქმული საგნების წ. არ შეიძლება. მაგ., უსინათლოს /ბრმას/, რ–აც ფერი არასოდეს არ უნახავს, ფერის წ. არ შეუძლია. ზღაპრებისა და მითების არარეალური პერსონაჟები ოდესმე სხვადასხვა აღქმაში მოცემულ საგანთა ელემენტების კომბინაციებით მიღებული სახეებია, მათი გაერთიანება ჩვენი ფანტაზიის შემოქმედებაა /ი.ხ. აგლუტინაცია, ფანტაზა/.

წ–ას თან ახლავს დარწმუნებულობა, ცოდნა, რომ წარმოდგენილი ობიექტი არ იმყოფება ამჟამად მის წინაშე, ე. ი. არ არის აღქმა. /ჰალუცინაცია კი სუბ. თავისი წარმოდგენის საგანს რეალურ არსებობას მიაწერს/. ეიდეტური ხატის წარმოდგენად მიჩნევა სადაოა /იხ. ეიდეტური ხატი/.

განასხვავებენ წ–ებს ვიზუალურს, აკუსტიკურს, კინესთეტურს, მოტორულს და სხვა. იმის მიხედვით, თუ რომელი მოდალობის წარმოდგენისადმი აქვს სუბ–ს მეტი მიდრეკილება, ამყარებენ შესატყვისი წ-ის ტიპს. ზოგი მოტორული ტიპის სუბ–ის წარმოდგენისათვის, ისე, რ–რც შესატყვისი აღქმისათვის, დამახ. წარმოდგენილი მოძრაობის შესრულებისადმი მიდრეკილება /მაგ., დამთქნარება, სიცილი და სხვა/იხ. იდეომოტორული კანონი.

წ–ის ის უპირატესობა აღქმის წინაშე, რომ ის საგანს მიჯაჭვული არ არის, თავიდან იყო შენიშნული და ამიტომ მას ად−ნის სულიერ ცხოვრებაში, მაღალი შეფასება ეძლეოდა. ასოციაციური ფს–გია წ–თა ასოციაციას განიხილავდა, რ–რც ყოველგვარ ფს–კურ მოვლენათა დაკავშირების უზოგადეს პრინციპს; წ–თა ასოციაციური თანამიმდევრობა აზროვნების განმსაზღვრელად ითვლებოდა. წ–ს მოტივაციის /მიზნის/ ფუნქციას მიაწერდნენ, გაჩნდა მთელი სულიერი ცხოვრების წ–აზე დაფუძნე- ბის მისწრაფება, მაგ., ი. ჰერბარტი მთელ სულიერ ცხოვრებას განიხილავდა, რ-რც წ−თა მექანიკას. წ–ის ასეთ ჰიპოსტაზირებას, მთელი ფს-კური ცხოვრებისათვის მისი საყოველთაო მნიშვ–ბის მიწერას, წინ აღუდგა ვიურცბურგის სკოლა. ის ექსპერ. მონაცემების საფუძველზე ამტკიცებდა, რომ აზროვნება არამც თუ არ დაიყვანება წ−ზე, არამედ აზროვნების პროცესი ისედაც არ შეიცავს წ–ას, რომ აზროვნება თვალსაჩინო შინაარსებს მოკლებული წმინდა ცოდნაა. შემდგომმა ფს–გიურმა კვლევამ წ–ის სრული გამორიცხვა აზროვნების პროცესიდან არ გაიზიარა და თვალსაჩინო და არათვალსაჩინო შინაარსებს შორის კავშირის არსებობა აღიარა.

ფსიქოანალიზში წ. ლიბიდოზური ენერგიის რეპრეზენტატად ითვლება.

Source: ბერულავა ნადეჟდა. ფსიქოლოგიის ცნება-ტერმინთა ლექსიკონი / ნადეჟდა ბერულავა, ზოსიმე ხოჯავა /რედ. ვ. კაკაბაძე. - თბ. : ინტელექტი, 2018. – 408 გვ. : ნახ.;20 სმ. .- ISBN-978994148269.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9