A E

წა წვ წი წნ წო წყ
წვრ

წვრთნა

სწავლის თავისებური სახე, რ–იც სპეციფიკურია ცხოველისათვის, გულისხმობს ისეთი რეაქციების შეძენას, რ–ებიც ავტომატურად ჩნდება გარკვეული გამღიზიანებლის საპასუხოდ. წ–ის გზით მიღებული ქცევა ინსტინქტური ქცევისაგან იმით განსხვავდება, რომ იგი მაინც ერთგვარ სწავლას საჭიროებს. გონიერი მოქმედებისაგან განსხვავდება იმით, რომ აზროვნების მონაწილეობას ანუ წინასწარ წარმოდგენას არ საჭიროებს. წ–ს, რ–რც მეთოდს, იყენებენ განსაკუთრებით ცხოველთა ფს–გიაში, ცხოველთა უნარის, მაგ. აღქმის, გამღიზიანებლების ერთმანეთისაგან გარჩევის და სხვა ფუნქციების კვლევის მიზნით. წ., როგორც მეთოდი იმაში მდგომარეობს, რომ ცხოველს გარკვეული ინსტინქტური ან უპირობო რეფლექსების საფუძველზე უმუშავებენ ახალ ქცევას – პირობით რეფლექსს.

Source: ბერულავა ნადეჟდა. ფსიქოლოგიის ცნება-ტერმინთა ლექსიკონი / ნადეჟდა ბერულავა, ზოსიმე ხოჯავა /რედ. ვ. კაკაბაძე. - თბ. : ინტელექტი, 2018. – 408 გვ. : ნახ.;20 სმ. .- ISBN-978994148269.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9