A E

ა. აა აბ აგ ად ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აპ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აწ ახ აჰ
ასა ასთ ასი ასო

ასოციაციური ფსიქოლოგია (ასოციაციონიზმი)

ეწოდება იმ მიმართულებას ფს-გიაში, რ-იც წარმოდგენათა ასოციაციას განიხილავს რ-რც ყოველგვარ ფს-კურ მოვლენათა დაკავშირების უზოგადეს პრინციპს. აზროვნება და ყველა მაღალი ფს-გიას პროცესი ა. ფ-ას, ასოციაციის კანონებიდან გამოჰყავს. ამ კანონს იგი თვლის ზოგადი მნიშვ-ის მქონედ ფს-კურ მოვლენათა სფეროში, რ-რიცაა მსოფლიო მიზიდულობის კანონი ფიზ. მოვლენათა სამკვიდროში. ისტორიულად ეს ვლინდებოდა ზოგჯერ, რ-რც ფიზიოლ. მიმართულება ფს-გიაში (ბიჰევიორიზმი), ზოგჯერ რ-რც წმინდა ფს-გიური (ასოციაციონიზმის სახით).

ასოციაციონიზმს რ-რც მოძღვრებას საფუძველი ჩაეყარა ინგლისის ემპირისტულ ფილოს-ში (ფ. ბეკონი, ჯ. ლოკი, და იუმი). ფს-გიური მიმართულების სახით განვითარდა განსაკუთრებით მე-18 მე-19 ს- ში (ი. პრისტლი, ე. ჰერტლი, ბენი, ჰ. სპენსერი, თ, რიბო, ი ჰერბარტი, ჰ. ებინგჰაუსი).

Source: ბერულავა ნადეჟდა. ფსიქოლოგიის ცნება-ტერმინთა ლექსიკონი / ნადეჟდა ბერულავა, ზოსიმე ხოჯავა /რედ. ვ. კაკაბაძე. - თბ. : ინტელექტი, 2018. – 408 გვ. : ნახ.;20 სმ. .- ISBN-9789941482694.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9