ად–ნის სხეულის სივ-რცეში მდებარეობის /პოზის/ დარღვევის შეგრძნება. თავისებური დიფუზიური განცდა, რ–იც თან სდევს სხეულის ვერტიკალური მდგომარეობის ყოველ დარღვევას /მაგ., თავბრუდასხმა ირგვლივ ტრიალის შედეგად, ზღვის ღელვის დროს გემზე/. როცა ადამიანი მოულოდნელად რაიმეს ფეხს წამოჰკრავს, სხეული კარგავს სტაბილურ ვერტიკალურ მდგომარეობას და წაბარბაცდება /შექანდება/; მაგრამ სხეული იმ წუთშივე ისწრაფვის დაიბრუნოს თავისი ჩვეული მდგომარეობა. აი, ის შეგრძნება, რომელიც სხეულის ვერტიკალური მდგომარეობის დაკარგვის მომენტში ჩნდება— წონასწორობის შეგრძნების განცდაა. ეს განცდა მეტად დიფუზური და ინტიმურია /დ. უზნაძე/. მისი დაწვრილებითი ფს–გიური დახასიათება ჯერჯერობით ჯეროვნად არცაა დადგენილი.
წ. შ–ის ინფორმაცია ც. ნ. ს–ში მოაქვს ყურის ვესტიბულარულ აპარატში კერძოდ, მის კარიბჭესა და სამნახევარ რკალოვან არხში მოთავსებულ რეცეპტორებს, რის შედეგადაც ც. ნ. ს–ში წარმოიშობა წონას წორობის აღდგენის რეფლექსი, რ-იც იწვევს სხეულის ვერტიკალური მდგომარეობის აღდგენისათვის საჭირო ჩონჩხის მუსკულატურის კოორდინირებულ ტონურ შეკუმშვებს.