A E

ჭა ჭვ ჭკ ჭრ
ჭვრ

ჭვრეტის ინტერესი

ქცევის ერთ–ერთი ფორმა ადრეული ბავშვობის ასაკში / „ძუძუს ბავშვობის ხანა“/, დაბადებიდან მესამე მეოთხე თვეს. ბ-ვის სოლიფსური მდგომარობიდან გამოსვლასთან დაკავშირებით იღვიძებს პერცეპტული ინტერესი. თავს იჩენს საგნის დაჟინებითი ჭვრეტა, იგი ქცევის დომინანტურ ფორმად იქცევა. ბ–ვი გამღიზიანებელს თვალს ადევნებს, ბრჭყვიალა საგნის დანახვისას ტირილს წყვეტს, საგანს აშტერდება ჭვრეტის ზეგავლენით ბ–ვი ეჩვევა კისრისა და თვალის მოძრაობის აქტიურ გამოყენებას–უვითარდება აკომოდაცია და კონვერგენცია. ჭვრეტის გზით ბ-ვი ეჩვევა საგნისათვის დამახასიათებელი ნიშნების /ფერი, ფორმა/ გამოყოფასა. 2-3 წლის ასაკში, /სკოლის წინარე ასაკის წინა პერიოდი/, ის კვლავ ქცევის დომინანტურ ფორმად რჩება, ოღონდ სხვა შინაარსით და სხვა დანიშნულებით. აქ მას საგნის „აზრის მნიშვნელობის“ ცნობიერება უდევს საფუძვლად და ემსახურება ინტელექტუალური ფუნქციების გავარჯიშება–განვითარებას.

Source: ბერულავა ნადეჟდა. ფსიქოლოგიის ცნება-ტერმინთა ლექსიკონი / ნადეჟდა ბერულავა, ზოსიმე ხოჯავა /რედ. ვ. კაკაბაძე. - თბ. : ინტელექტი, 2018. – 408 გვ. : ნახ.;20 სმ. .- ISBN-978994148269.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9