A E

ხა ხმ
ხალ ხას ხატ

ხალხთა ფსიქოლოგია

ფს–გიის დარგი. იკვლევს ხალხთა შემოქმედების ძეგლებს /პროდუქტებს/ – ენას, მითს, ხელოვნებას, უფლებას, რელიგიას, ადათ–ჩვეულებას. ხ. ფს–გიას, რ–რც მეცნიერული კვლევის საგანს, მეცხრამეტე საუკუნის ნახევრიდან ჩაეყარა საფუძველი; დამაარსებლად ითვლებიან მ. ლაცარუსი /1824–1903/, რ-მაც გამოსცა წიგნი „ხალხთა ფს–გიის ცნებისა და მისი შესაძლებლობების“ მესახებ /1856/, და ჰ. შტაინთალი /1823-1899/, რ–თან ერთადაც ლაცარუსი სცემდა ჟურნალს: Zeitschrift f. Volkerpsychol und Sprachwissenschaft. მათ ამით დიდი მასალა დააგროვეს და ხ. ფს–გიას შეუქმნეს კვლევის ნიადაგი. ხ. ფს–გიის კორიფე მაინც ვ. ვუნდტია, მისი მრავალტომიანი მონუმენტური ნაშრომი „ხალხთა ფსიქოლოგიის“ გამოცემა დაიწყო 1900 წელს და გაგრძელდა ვუნდტის გარდაცვალებამდე /1920 წ./ ვუნდტი ხ. ფს–ს ექსპერიმენტულ ფს-გიას უპირისპირებდა. მისი შეხედულებით, მაღალ ფს–კურ მოვლენათა / ესთეტიტკური, რელიგიური განცდების/ კვლევა ექსპერიმენტულად შეუძლებელია. სამაგიეროღ, მისი აზრით, ისინი გვეძლევა ობიექტურად, ჰიპოსტაზირებულად, ხალხის / კოლექტივის/ შემოქმედების ნიმუშებში, როგორიცაა ენა, ხელოენება, ზნე-ჩვუულებები, რელიგია, მითი, უფლება და სხვ. ამიტომ ვუნდტი იკვლევდა ხალხთა შემოქმედების ამ ძეგლებს და მათში ეძებდა მასალას ინდივიდუალური ფს–გიის პრობლემების გადასაჭრელად. ვუნდტის ხ. ფს-გიის წინააღმდეგ გაილაშქრა ენათმეცნიერმა ჰ. პაულმა /1846–1921/. მისი შეხედულებით, ფს−კის არსებობა მხოლოდ ინდივიდუალური სახით გვეძლევა, ამიტომ ღირებულება მხოლოდ ინდივიდუალური ფორმის წარმონაქმნებს აქვთ. ზეინდივიდუალურ ორგანიზმებს და ინსტიტუტებს რეალურ–კონკრეტული არსებობა არ გააჩნიათ, ამიტომ მათში არც შეიძლება რაიმე ჩაისახოს, ან მათგან რაიმე წარმოიშვას.

ვ. ვუნდტი ხ. ფს–გიის კვლევას იწყებს ანიმისტური საფეხურიდან /იხ. ანიმიზმი/, პრიმიტიული ხალხის ცხოვრების აღწერიდან, /პრიმიტიული კულტურა, ტოტემიზმი, ტაბუ, „გმირობის“ პერიოდი/. ვუნდტის შემდეგ კვლევის ეს ხაზი ერთხანს დაცულ იქნა – /ლევი ბრიული „პირველყოფილი აზროვნება“, „მაგიური აზროვნების “ საფეხური/.

ბოლო პერიოდში ხ. ფს–გიის პრობლემის კვლევა ხალხის კულტურული ერთეულების /დიდი ჯგუფების/ ფს–კური მონაცემების კვლევის სახით მიმდინარეობს–ეთნიკური ფს–გიის, ფიზიკური ანთროპოლოგიის, სოც. ფს–გიის ჩარჩოებში. კვლევის ცენტრში დგას კულტურის ცნება.

Source: ბერულავა ნადეჟდა. ფსიქოლოგიის ცნება-ტერმინთა ლექსიკონი / ნადეჟდა ბერულავა, ზოსიმე ხოჯავა /რედ. ვ. კაკაბაძე. - თბ. : ინტელექტი, 2018. – 408 გვ. : ნახ.;20 სმ. .- ISBN-978994148269.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9