A E

ხა ხმ
ხალ ხას ხატ

ხასიათი

Gk. charassein გამოკვეთა, ამოკაწრვა, დაჭდევა

ზოგადი მნიშვ. მოვლენის /საგნის/ გამოკვეთილი ნიშანი, ან ნიშანთა კომპლექსი, რ–იც თავის დაღს ასვამს მოვლენას და მის ინდივიდუალურ /თავისებურ/ სახეს ქმნის. ფს–გიაში ად¬ნის პიროვნების თავისებურების განმსაზღვრელი ნიშანი, თვისებათა ერთობლიობაა. ხ–ში აღბეჭდილია პიროვნების ის თავისებურება, რ-იც მის განსაკუთრებულობას შეადგენს და განასხვავებს მას სხვა ად–ნებისაგან. ხ. განსაზღვრავს პიროვნების დამოკიდებულებას, რ–რც თავის თავთან /თავმოყვარეობა, სიამაყე, ამპარტავნობა/, ისე-სხვა ინდივიდთან, გარემოსთან, სოციალურ ჯგუფებთან /სიყვარული, სიმპათია, მეგობრობა, თავდადება/. ხ. განსაზღვრავს ად–ნის ქცევას და, საზოგადოდ, სიცოცხლის მთელ გზას.

ხ. დიფერენციული ფს−გიის საგანია. თუმცა ხ–ის სახით დაინტერესება უძველესი დროიდან დაიწყო /არისტოტელე, თეოფრასტი/. ამ უკანასკნელს მიაწერენ სიტყვა „ხ–ის“ გამოყენებას პირველად და ხ–ების პირველ აღწერას, ფს–გიური მეცნიერების კვლევის საგნად იგი მხოლოდ მე–19–მე -20 ს–ში გახდა.ამ პერიოდში ჩაისახა და განვითარდა ხ–ის შემსწავლელი ცალკე მიმდინარეობა "ქარაქტეროლოგია"/იხ./.

ხ. რ–რც პიროვნების თავისებურება მემკვიდრეობითაა განსაზღვრული, მაგრამ ამასთან ერთად, აღზრდა და სოც. პირობები აგრეთვე ხ–ის ფორმირების ფაქტორებს წარმოადგენენ. ერთხელ ჩამოყალიბებული ხ. შედარებით მყარია და უცვლელი. სწორედ ხ-ის ეს უცვლელობა, კონსტანტურობა ხ–ს ხდის დისპოზიციურ და კონსტიტუციურ მოვლენად. ამით აიხსნება ის, რომ ფს-გთა მეტი ნაწილის აზრით ხ. ნებელობის დისპოზიციას წარმოადგენს, რომ ის ნებელობის საფუძველში მოცემული ფაქტორია, რ- აც მიჰყავს ნებელობის აქტი ისე, რ–რც აზროვნება მიჰყავს მის დისპოზიციას ინტელექტს, და გრძნობა მიჰყავს ტემპერამენტს. მაგრამ ყველა ფს–გი არ იზიარებს ამ აზრს. ამათი შეხედულებით, თუ ნებელობა არსებობობს, რ−რც დამოუკიდებელი ფს–კური ფუნქცია, მას თავისი საკუთარი ნებელობითი დისპოზიციაც უნდა განსაზღვრავდეს /იხ. ნებელობა/.

თუმცა ხ–ის პრობლემა ფს–გიური მეცნიერების ერთ–ერთი ძირითადი საკითხთაგანია, მაგრამ თვით ცნება ხ–ის ერთი საყოველთაოდ მიღებული გაგება ჯერაც არ არის მიღწეული. ის, რაც მე–20 ს–ის ფს–გიურ კვლევაში „ემპირიული“ /კანტი/ ხასიათის შესახებ უდავოდ არის ყველას მიერ მიღებული, ეს ხ–ის მთლიანობითი ბუნების აღარებაა; ხ. ყველგან და ყოველთვის მთლიანი და ერთიანი მოვლენაა, რ–იც ნაწილების საფუძველზე ხდება მისაწვდომი და ნაწილი მთლიანის საფუძველზე. მაგ., აღმზრდელ მასწავლებელს, რ–იც მკაცრად ეპყრობა მოწაფეებს, ეს სიმკაცრე შეიძლება ავი და ბოროტი ხასიათის გამოვლინებად ჩაეთვალოს, სანამ არ გავიგებთ, რომ ის კეთილი და მაღალ–ზნეობრივი პიროვნებაა და მისი იდეალია აღზარდოს საზოგადოებრივად ღირსეული მოქალაქე. სიმკაცრეს ის იყენებს რ-რც მეთოდურ ხერხს თავისი კეთილი მიზნის მისაღწევად. ეს მთლიან–პიროვნული საფუძველი გასაგებს ხდის, რომ მის მიერ გამოვლენილი სიმკაცრე სინამდვილეში კეთილი სურვილებითაა გამოწვეული. მთლიანი პიროვნების ცოდნის გარეშე ცალკე ფუნქციების გაგება შეუძლებელია. მაგრამ თვით მთლიანის გაგებაც მასში შემავალი ნაწილების გათვალისწინების გარეშე - არ შეიძლება.

ზოგი ფს–გი ხ–ის ცნებას პიროვნების ცნებასთან ათანაბრებს და მათ სინონიმად თვლის /მაგ., კლაგესი/, ზოგის აზრით კი, ხ-ის ცნება პიროვნების ცნებასთან შედარებით, უფრო ვიწრო ცნებაა, პიროვნების ცნება შეიცავს ხ–ის ცნებას, რ–რც მთელი თავის კომპონენტს /იხ. პიროვნება/.

ხ–ის კვლევის ძირითად პრობლემას ხ–ის ტიპების დადგენა შეადგენს. მე–20 ს–ში ადამიანის ხ–ის შესწავლა და მისი ტიპოლოგიური სისტემის დადგენა ორი მიმართულებით ვითარდება:

1. სხეულის მორფოლოგიური აგებულების/კონსტიტუციის/ და მისი შესატყვისი ხ–ის ტიპის დადგენის მართულებით.

2. პიროვნების ფენობრივი აგებულების მიმართულებით.

ცნება „კონსტიტუციის“ ძირითადი იდეის მიხედვით ხ–ის თვისებათა ერთობლიობა, რ–რც პიროვნულ–სტაბილური ნიშანი და ინდივიდუალურ-სტატიკური მდგომარეობა, სრულებით გარკვეულ მიმართებაში იმყოფება სსეულის აგებულებასთან, რაც იმაში გამოიხატება, რომ სხეულის გარკვეულ აგებულებას ხ–ის გარკვეული ტიპი შეესაბამება. ამ მხრივ დადგენილ იქნა სხეულის აგებულების არა ერთი სისტემა. მათგან ყველაზე გავრცელებულად ე. კრეჩმერისა და ვ. შელდონისა ითვლება /იხ. სხეულის აგებულების ტიპები, კონსტიტუცია/.

რაც შეეხება ხ–ის ტიპების დადგენას მთლიანი პიროვნების ფს–კურ ფენობრივი აგებულების კონტექსტში, აქაც მკვლევართა და სისტემათა სიმრავლესთან გვაქვს საქმე //კლაგესი, კრიუგერი, ლერში, ველეკი, შტერნი, იუნგი, შპრანგერი, უზნაძე/.

შპრანგერი „სიცოცხლის ფორმის" საფუძველზე გამოყოფს ადამიანთა 6 ტიპს: თეორიულს, ეკონომიკურს, ესთეტიკურს, სოციალურს, პოლიტიკურს და რელიგიურს. ვ. შტერნის შეხედულებით ხ–ის ჩამოყალიბებას ადამიანის მიზანთა სისტემის მიმართულება განსაზღვრავს. თავისი თავისაკენ მიმართული მიზანთა სისტემა აუტოტელურ ხ–ს ედება საფუძვლადა ასეთი ხ–ის ადამიანი უფრო საკუთარი პიროვნების ინტერესებიდან გამოდის. საწინააღმდეგოა ჰეტეროტელური ხ., მას გარემოსკენ, სხვისკენ მიმართული მიზანთა სისტემა განსაზღვრავს. ასეთი ად–ნი მეტწილად სხვა ადამიანებზე ზრუნავს, სხვის ინტერესებს იცავს. ამ ორ უკიდურეს ტიპს აერთიანებს ინტროცეპტული ტიპის ადამიანი. ის ჰარმონიული პიროვნებაა, რ-იც სხვის მიზანთა სისტემას საკუთარ მიზნად აქცევს შთაგრძნობის, ინტროცეფციის საშუალებით /იხ. ინტროცეფცია/. მოქმედების დინამიკის მიხედვით აღნიშნულ ტიპებს შტერნი „მტკიცე“ და „სუსტ“ ხ-ად ყოფს. კარლ იუნგი ტიპური განსხვავებულობის ადამიანთა ორ ჯგუფს გამოყოფს: ინტროვერტულს და ექსტრავერტულს /იხ./

დ. უზნაძის განწყობის თეორიის მეთოდით ადამიანთა სამი ძირითადი ტიპი გამოიყო:

1. დინამიკური განწყობის ჰარმონიული ხ–ის ტიპი;

2. სტატიკური განწყობის კონფლიქტური ხ-ის ტიპი;

3. ვარიაბილური განწყობის იმპულსური ხ–ის ტიპი. /ე. ნორაკიძე/.

Source: ბერულავა ნადეჟდა. ფსიქოლოგიის ცნება-ტერმინთა ლექსიკონი / ნადეჟდა ბერულავა, ზოსიმე ხოჯავა /რედ. ვ. კაკაბაძე. - თბ. : ინტელექტი, 2018. – 408 გვ. : ნახ.;20 სმ. .- ISBN-978994148269.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9