უკვე შემუშავებული და განმტკიცებული ასოციაციის კავშირი უარყოფით ( შემაკავებელ ) გავლენას ახდენს ახალი ასოც. კავშირის შემუშავებაზე. ვთქვათ, დამყარებულია ასოციაცია a და b წარმოდგენათა შორის, ამის შემდეგ c წარმოდგენის დაკავშირება a წარმოდგენასთან ძნელდება, ვინაიდან პირველი კავშირი (a+b), რ-იც a-სთან მსგავს წევრს შეიცავს, აფერხებს ახალი ასოციაციის შემუშავებას. ამიტომ ახალი ასოციაციური კავშირის (a+c) დასამყარებლად საჭიროა ჩვეულებრივზე უფრო მეტი გამეორებათა რიცხვი. წერა-კითხვის სწავლების პრაქტიკიდან ცნობილია, რომ ფრანგული შრიფტის შესწავლას ხელს უშლის უკვე დასწავლილი რუსული შრიფტი, რადგან ორივე შეიცავს სხვადასხვა ბგერითი გამოხატულების ზოგიერთ საერთო ასოს, მაგ., რუსულში ასო n წარმოითქმის, რ-ოც „პ“, m რ-რც „ტ“, u რ-რც „ი“. ფრანგულში შესატყვისად n წარმოითქმის რ-რც „ნ“, m რ-რც „მ“, u რ–რც „უ“ და სხვა. ამიტომ ფრანგულად კითხვის სწავლისას ბ-ვი კარგახანს ურევს ერთმანეთში ამ ასოებს. ამით გასაგები ხდება ის ცნობილი გამოცდილება, რომ დასწავლილის გადაკეთება უფრო ძნელია და მეტ დროს მოითხოვს, ვიდრე ახლის დასწავლა. გარდა აღწერილი ა. შ-ა ფს-გიურ მეცნიერებაში დადსტურებულია შეკავებები რეტროაქციული და რეპროდუქციული. შეკავების ეს სამივე სახე პირველად დაადასტურა გ. ე. მიულერმა, ოღონდ ასოციაციურ შეკავებას მან უწოდა „გენერაციული“, რეპროდუქციულს „ეფექტუალური“ ( სახელწოდებები „ასოციაციური“ და „რეპროდუქციული“ მიულერის შემდეგ დაარქვა ჰ. ებინგიჰაუსმა). შეკავების აღნიშნული სახეები თავს იჩენს ჩვევის შემუშავების პროცესში და ინტერფერენციის სახელწოდებით არის ცნობილია