ყალბი აღქმა, მცდარი აღქმა. წინააღმდეგ ილუზიისა, სუბ–ის განცდაში ჩნდება აღქმის შინაარსი. გრძნობის ორგანზე გარე სინამდვილის ზემოქმედების გარეშე; სუბ-ს ესმის ბგერები, ტონები, ხედავს ად¬ნს, რ–იც ესაუბრება მას, ურჩევს, არწმუნებს, უბრძანებს, ხედავს სხვა საგნებსაც, ისინი მასთან რაღაც მიმართებაში იმყოფება. სინამდვილეში კი ეს საგნები არ ზემოქმედებენ მასზე, ისინი მის წინაშე მოცემულნი არ არიან; სუბ. კი, დარწმუნებულია, რომ ეს საგნები ობიექტურად არსებული საგნებია და უშუალოდ ზემოქმედებენ მასზე. ჰ. შეიძლება გრძნობის ყველა ორგანოს გზით გაჩნდეს. იგი თან ახლავს სხვადასხვა სულიერ აშლილობას. ჰ. ფს–კური დაავადების ერთ–ერთ სიმპტომად ითვლება.