A E

ა. აა აბ აგ ად ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აპ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აწ ახ აჰ
ატა ატო

ატავიზმი

L. atavus შორეული წინაპარი

შორეული წინაპრისათვის დამახასიათებელი ფს-კური თუ სხეულებრივი ნიშნის გამოვლენა განვითარების მოცემულ საფეხურზე – ისეთი ნიშნისა ან თვისებისა, რ-იც შორეული წინაპრების კუთვნილება ყოფილა, განვითარების პროცესში დაკარგულა და უახლოეს გენერაციებში სავსებით აღკვეთილა. ახასიათებს იშვიათობა (ვლინდება ერთეული შემთხვევით), არ აქვს რაიმე სასიცოცხლო მნიშვ. პირიქით–მავნებელიცაა მაგ., ცნობილია შემთხვევა, რომ დაიბადა ად-ანი საკმაოდ მოგრძო კუდით, გრძელი და ზშირი თმით დაფარული ტანით და სხვა. არ შეიძლება ა-ის გაიგივება რაიმე დეფექტთან, მაგ., ტუჩგაპობილობასთან, მიკროცეფალიასთან, მგლის ხახასთან და სხვა. ა. შეიმჩნევა ად- ნის ქცევაშიც, მაგ., როცა კულტურის მაღალ საფეხურზე მდგომი პიროვნება რაიმე ნივთს მიაწერს მაგიურ ძალას და ატარებს მას (ამულეტის, თილისმის, ჯადოს რწმენა). ზ. ფროიდი და კ. იუნგი სიზმარში გამოვლენილ მითიურ წარმოდგენებს ა-ის გამოვლენად თვლიდნენ.

Source: ბერულავა ნადეჟდა. ფსიქოლოგიის ცნება-ტერმინთა ლექსიკონი / ნადეჟდა ბერულავა, ზოსიმე ხოჯავა /რედ. ვ. კაკაბაძე. - თბ. : ინტელექტი, 2018. – 408 გვ. : ნახ.;20 სმ. .- ISBN-9789941482694.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9