| | |
ხელოვნურად გამოწვეული ფს–კური მდგომარეობა, რ–იც გარეგნულად ნამდვილ ძილს წააგავს, დაკავშირებულია ყოველთვის ცნობიერების შევიწროებასთან, წარმოიქმნება და ქრება შთაგონებით. ჰ–ის მდგომარეობაში ჰიპნოზიორსა და ჰიპნოზირებულს შორის მყარდება კავშირი, რ–აც რაპორტი ეწოდება. სხვა, გარეშე პირთან ჰიპნოზიორისა არავითარი კავშირი არა აქვს, ესმის, გაიგება მხოლოდ ჰიპნოზიორისა და მის მითითებებს ასრულებს რ–რც ბრძანებას. ჰიპნოზიორი აძინებს პაციენტს და მასვე გამოჰყავს იგი ჰ-ის მდგომარეობიდან, ჰიპნოზებულს შთაბეჭდილებების გადამუშავების უნარი დაკარგული აქვს, ნებისეული მოძრაობები ბლოკირებულია.
განასხვავებენ ჰიპნოზის სამ საფეხურს–სომნალენცს, ჰიპოტაქსიას და სომნამბულიზმს. დაყოფის პრინციპად ძილის ხარისხია აღებული.
1. სომნალენცი : ჰ-ური მდგომარეობის პირველი სტადიაა, იგი არც ფხიზელ მდგომარეობად ითვლება და არც ძილის მდგომარეობად. ახას. შევიწროებული, ოდნავ დაბინდული, არანათელი ცნობიერება, მიდრეკილება ძილისადმი.
2. ჰიპოტაქსია : მოძრაობები დაქვეითებულია, აქტიური მოძრაობის უნარი პარალიზებული, სხეულის მიერ ერთხელ მიღებული მდგომარეობა უცვლელი რჩება /იხ. კატალეფსია/. ცნობიერება იმდენად შევიწდოვებულია, რომ მისი შინაარსი მხოლოდ ერთი წარმოდგენით განისაზღვრება.
3. სომნამბულიზმი - ღრმა ძილის მდგომარეობაა. ახას. ღრმა და მშვიდი სუნთქვა, ძლიერ აწეული სუგესტივობა, იღებს პოსტჰიპნოზურ მდგომარეობაში შესასრულებელ დავალებებს, მოძრაობები გაცხოველებული, ძალიან მიზანშეწონილია. სომნამბულს შეუძლია მაღალ ხეზე ან სახლის სახურავზე ასვლა და, საერთოდ, ისეთი რთული მოძრაობების შესრულება, რ–ებიც ფხიზელ ადამიანსაც კი უჭირს. ცნობიერება სრულებით დაბინდულია.
ყველა ამ სამ საფეხურზე ჰიპნოზებულის კავშირი /რაპორტი/ჰიპნოზიორთან შენარჩუნებულია, ჰ–დან გამოსვლის შემდეგ პაციენტი ასრულებს ჰ–ურ მდგომარეობაში ჰიპნოზიორის მიერ შთაგონებულ ბრძანებას /პოსტჰიპნოზური შთაგონება/, გარდა ისე- თი დავალებისა, რ¬იც ეწინააღმდეგება პაციენტის ზნეობრივ პრინციპებს /ბოროტმოქმედების ჩადენა/. თვითონ ჰიპნოზირებულს ჰ-ს მდგომარეობიდან გამოსვლის შემდეგ არაფერი ახსოვს, ისიც არ ახსოვს, რაც ჰიპნოზიორმა შთააგონა დავალების სახით /პოსტჰიპნოზური ამნეზია/. ჰ–ში მიღებული დავალებები, რ—ებიც პაციენტმა გაღვიძების შემდეგ უნდა შეასრულოს, სრულდება ისე, რომ მან არ იცის, რატომ იქცევა ასე, შთაგონებული მოქმედების ცნობიერი მოტივაცია არ გააჩნია. მედიც–ში ჰ–ს იყენებენ მკურნალობის ერთ–ერთ საშუალებად, რ¬რც ფსიქოთერაპიულ მეთოდს მსუბუქი ნერვული დარღვევის შემთხვევაში /ისტერია, ტიკი და სხვა/. აგრეთვე, იყენებენ, რ-რც ანესთეზიის საშუალებას ქირურგიული ოპერაციების ან მშობიარობის დროს.
ად–ნთა მეტი ნაწილი ექვემდებარება ჰ–ს, განსაკუთრებით ქალები, ისტერიულები, არაკრიტიკულად განწყობილნი და აწეული შთაგონების პირნი. ჰიპნოზური ძილის მზაობა მაღალია იმათში, ვინც ერთხელ მაინც განიცადა ჰ. ცნობილია აგრეთვე ცხოველთა ჰ: ფრინველები, მწერები, თევზები, გველები, პატარა და დიდი ძუძუმწოვარი ცხოველები ემორჩილებიან ჰ–ზურ ზეგავლენას. ცხოველის ჰ. გამოიხატება ძილით და აკინეზიით–ცხოველი ხუჭავს თვალებს და კარგავს მოძრაობის უნარს.
| | Top 10 • Feedback • Login | |
| © 2008 David A. Mchedlishvili | XHTML | CSS | Powered by Glossword 1.8.9 |