არსებობს შეხედულება (სტენლი ჰოლი), რომ ად-ნი თავის განვითარების პროცესში გაივლის კაცობრიობის მიერ განვლილ ყველა კულტურულ საფეხურს, ახდენს თავისი გვარის ისტორიული წარსულის რეკაპიტულაციას. გულისხმობენ რომ ად-ნში მოქმედებენ გარკვეული ა. ტ-იები, რ-თა ნიადაგზე შესაძლებელი ხდება წინაპრებისკენ მიბრუნება, წარსულის განახლება. ეს თეორია ანტიისტორიულადაა მიჩნეული და უარყოფილია.
Source: ბერულავა ნადეჟდა. ფსიქოლოგიის ცნება-ტერმინთა ლექსიკონი / ნადეჟდა ბერულავა, ზოსიმე ხოჯავა /რედ. ვ. კაკაბაძე. - თბ. : ინტელექტი, 2018. – 408 გვ. : ნახ.;20 სმ. .- ISBN-9789941482694.