მიმართულება ფს-გიაში, რ-იც ყოველ რთულ ფს-კურ მოვლენას განიხილავს რ-რც ელემენტარული ფს-კური პროცესების უბრალო ჯამს ამის მიხედვით, ადამიანის მთელი ფს-კური ცხოვრება, მისი ცნობიერების მთლიანობა, ელემენტების მოზაიკური შეკავშირებიდან მიღებული წარმონაქმნია. ატომისტიკური იყო არსებითად მთელი მე-19 ს. ბუნენებისმეტყველურად ორიენტირებული ახსნითი და ასოციაციური ფს-გია, რ-თაც ისტორიულად მთლიანობის ფსიქოლოგიის მიმდინარეობანი დაუპირისპირდა: გეშტალტფსიქოლოგია; სტრუქტურული ფს-გია და პერსონალისტური ფს-გია.
Source: ბერულავა ნადეჟდა. ფსიქოლოგიის ცნება-ტერმინთა ლექსიკონი / ნადეჟდა ბერულავა, ზოსიმე ხოჯავა /რედ. ვ. კაკაბაძე. - თბ. : ინტელექტი, 2018. – 408 გვ. : ნახ.;20 სმ. .- ISBN-9789941482694.