მეტყველების დარღვევა. ორი სახისაა: მოტორული და სენსორული. მოტორული ა: ავადმყოფს ესმის სხვისი მეტყველება, წვდება სიტყვების მნიშვ-ას, მაგრამ თვითონ მოკლებულია სიტყვების წარმოთქმის უნარს; შეიძლება იყოს სრული, როდესაც ავად. სავსებით მოკლებულია სიტყვების წარმოთქმის უნარს და ნაწილობრივი როდესაც შენარჩუნებულია მხოლოდ ზოგიერთი ცალკე სიტყვებისა და მოკლე ფრაზის წარმოთქმის უნარი. სენსორული ა: სუბ-ს შეუძლია სიტყვების წარმოთქმა, მაგრამ არ ესმის წარმოთქმული სიტყვების მნიშვ. სენსორული ა. მოსმენილი სიტყვებისადმი სიყრუეა. არასამეტყველო ბგერების – ხმაურის, ტონების – აღქმა შენარჩუნებულია. ა., მოტორულიც და სენსორულიც, ცენტრალური წარმოშობის დაავადებაა. მოტორული ა. გამოწვეულია თავის ტვინის ქერქში მეტყველების მამოძრავებელი ცენტრის (ბროკას ცენტრის) დაზიანებით, მოთავსებულია შუბლის წილის ქვედა მესამე ხვეულში. სენსორული ა. გამოწვეულია მეტყველების მგრძნობიარე ცენტრის დაზიანებით, რ-იც მოთავსებულია თავის ტვინის ქერქის საფეთქლის ზედა ხვეულში (ვერნიკეს ცენტრი). სენსორული ა. შეიძლება იყოს ტოტალური, როცა ავად-ს დაკარგული აქვს საკუთარი მეტყველების გაგების უნარიც. ა. დაკავშირებულია ალექსიასთან, აგრაფიასთან; განსხვავდება ალალიისაგან; მისი ერთ- ერთი ფორმაა ანართრია.