A E

ა. აა აბ აგ ად ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აპ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აწ ახ აჰ
აგე აგზ აგლ აგნ აგო აგრ

აგზნება

1. ზოგადად – ყოველი ცოცხალი ქსოვილის (ნერვულისა და არანერვულის) საპასუხო რეაქცია გარეგამღიზიანებლის ზემოქმედებაზე. გამღიზიანებლის ზემოქმედების შედეგად ყოველი უჯრედის (ორგანიზმის ფსიქო –ფიზიკ. მთლიანი სისტემის) გადასვლა პასიური მდგომარეობიდან აქტიურ მდგომარეობაში.

2. ფიზიოლ–ში ერთ–ერთი მთავარი ფიზიოლ. პროცესი, დაკავშირებული ელექტროპოტენციალების წარმოშობასთან და იონების გარკვეული მიმართულებით გადანაცვლებასთან. გამღიზიანებლის რეცეპტორზე (ნერვულ დაბოლოებაზე) ზემოქმედების შედეგად აღძრული ა. ვრცელდება ც. ნ. ს-მის გარკვეულ ცენტრში; ტვინის მეზობელ არეებში ა-ის საწინ. ნერვული პროცესის, შეკავების წარმოშობასთან ერთად საფუძვლად ედება სხვადასხვა შეგრძნებას და საერთოდ ორგანიზმის მოქმედებას გარემოში.

3. ფს-გიაში, გრძნობებში, – დამშვიდების საპირ. მიმართულება, აგზნება–დამშვიდება (ვ. ვუნდტი, იხ. პლურალიზმი გრძნობებში).

4. ფსიქო–პათოლოგიაში განასხვავებენ მანიურ, კატატონიურ და ჰიპერფრენიულ ა-ას. კატატონიური ა. მანიურის საპირ. უაზრო და მექანიკურია. ახას. ცალკეულ მოძრაობათა „ქარიშხალი“. მანიური ა. გარეგნულად „საქმიანი“ ხასიათის მოძრაობებია. ჰიპერფრენიული ა. განსხვავდება ორივესაგან იმით, რომ ის ავად-ის სულიერი განწყობილებითაა გამოწვეული.

5. ყოველდღიურ მეტყველებაში ა. ნიშნავს აღელვებას, მოუსვენრობას, აღტაცებულ მდგომარეობას.

Source: ბერულავა ნადეჟდა. ფსიქოლოგიის ცნება-ტერმინთა ლექსიკონი / ნადეჟდა ბერულავა, ზოსიმე ხოჯავა /რედ. ვ. კაკაბაძე. - თბ. : ინტელექტი, 2018. – 408 გვ. : ნახ.;20 სმ. .- ISBN-9789941482694
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9