A E

ა. აა აბ აგ ად ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აპ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აწ ახ აჰ
აფა აფე აფი აფო

აფექტი

L. affectus სულიერი მღელვარება

თავისებური ემოციური განცდა. ჩნდება ერთბაშად, აფეთქების მსგავსად, ხანმოკლეა, მიმდინარეობს მწვავედ, დიდი ინტენსიურობით, იწვევს სულიერ შერყევას, ად-ნი გამოდის ნორმალური მდგომარეობიდან, განსხვავდება ვნებისაგან, რ-იც ქრონიკულია, თან სდევს გამოკვეთილი სხეულებრივი გამოვლინებები (გამომხატველი მოძრაობები), შეცვლილია: მაჯის ცემა, სისხლის მიმოქცევა, სუნთქვა, კუჭ-ნაწლავისა და ენდოკრინული ჯირკვლების მოქმედება. გავლენას ახდენს ად-ნის მთელ ფს-კაზე, გამორიცხავს ცნობიერებიდან იმას, რასაც აფექტის შინაარსთან კავშირი არა აქვს, ეუფლება ცნობიერებას და შესაფერისად განსაზღვრავს წარმოდგენებისა და აზრების მიმდინარეობას. ფს-გიაში განასხვავებენ აფექტების ორ ჯგუფს (კანტის კლასიფიკაცია): სთენიურს და ასთენიურს. სთენიური ა-ებია: რისხვა, სიყვარული, აღტაცება, სიხარული, სიძულვილი; ასთენიური – შიში, სირცხვილი, მწუხარება, სასოწარკვეთილება, დარდი. სთენიური ა-სთვის დამახ. გაძლიერებული სხეულებრივი ცვლილებები — ხშირი სუნთქვა, მომატებული სისხლის მიმოქცევა, გაძლიერებული გულისცემა და სხვა; . ასთენიურისათვის ყველა ამ ფიზი-ოლ. პროცესის შესუსტება, დაქვეითება. გულის და მაჯის ცემა ნელდება, სისხლის მიმოქცევა სუსტდება, (რაც იწვევს პირისახის გაფერმკრთალებას), თვალის გუგა ვიწროვდება ან ფართოვდება, ად-ნი კანკალებს მთელი სხეულით, კიდურები ეკვეთება.

ა. შეიძლება იყოს ნორმალური და პათოლოგიური, პათოლოგიური ა.-ის დროს ად-ნის ცნობიერება უკიდურესად შევიწროვებულია, ზოგჯერ სრულ აღკვეთამდე. ასეთ შემთხვევაში სუბ. ანგარიშმიუცემლად მოქმედებს, თავის თავს კონტროლს სრულიად ვერ უწევს, კარგავს თავშეკავების უნარს და შეიძლება ბოროტმოქმედებაც კი ჩაიდინოს. პათოლ. ა-ისთვის დამახ. ჩადენილი მოქმედების სრული ამნეზია, აფექტიდან გამოსვლის შემდეგ ად-ნს არ ახსოვს ა-ის მდგომარეობაში ჩადენილი საქციელი.

Source: ბერულავა ნადეჟდა. ფსიქოლოგიის ცნება-ტერმინთა ლექსიკონი / ნადეჟდა ბერულავა, ზოსიმე ხოჯავა /რედ. ვ. კაკაბაძე. - თბ. : ინტელექტი, 2018. – 408 გვ. : ნახ.;20 სმ. .- ISBN-9789941482694.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9