A E

ა. აა აბ აგ ად ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აპ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აწ ახ აჰ
აქრ აქს აქტ

აქტი

L. actus მოქმედება

ფს-გიაში საგნობრივად მიმართული (ინტენციონალური) ცნობიერი ფს-კური მოქმედება. ყოველი ფს-კური ა. მიმართულია რაღაც საგნისაკენ, რ-იც მასში ინტენციონალურად იგულისხმება. მაგ., წარმოდგენაში შეიძლება გავარჩიოთ რაღაც საგანი (შინაარსი), რ-იც წარმოიდგინება და თვითონ წარმოდგენა, რ-რც სუბ-ის მოქმედება, ანუ აქტი. იგივე ითქმის ყოველ სხვა ფს-კურ პროცესზე. მაგ., აღქმაში უთუოდ რაღაც აღიქმება, რაც თვითონ აღქმა არაა, მსჯელობაში რაღაც ვითარება შეწყნარებულია, ან უარყოფილია, რაც თვითონ მსჯელობისაგან განსხვავდება, სიყვარულის გრძნობაში – რაღაცაა შეყვარებული, სიძულვილში-შეძულებული და სხვა. ცნობიერების ნაკადში ა. გამოკვეთილი და გარკვეული კვალიტეტის მქონე განცდაა. ასეთია აღქმა, წარმოდგენა, ყურადღება, აზროვნება, გრძნობითი და ნებელობითი მოქმედება.

ფს-გიაში ა-ის ცნება დაამუშავა და თეორიად ჩამოაყალიბა ფ. ბრენტანომ.

Source: ბერულავა ნადეჟდა. ფსიქოლოგიის ცნება-ტერმინთა ლექსიკონი / ნადეჟდა ბერულავა, ზოსიმე ხოჯავა /რედ. ვ. კაკაბაძე. - თბ. : ინტელექტი, 2018. – 408 გვ. : ნახ.;20 სმ. .- ISBN-9789941482694.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9