ასოციაციონიზმის საპირ. მიმდინარეობა ემპირიულ ფს-გიაში, მის მამამთავრად ვ. ვუნდტი ითვლება. ამ თეორიის თანახმად სული ვლინდება მხოლოდ მოქმედების სახით, ის მხოლოდ ფუნქციობაა, აქტივობაა და არავითარ სუბსტანციას არ შეიცავს. გარდა ამ მოქმედება-ფუნქციობისა სული კიდევ რაღაც ისეთს არ წარმოადგენს, რაც თითქოს, სულიერი პროცესისაგან დამოუკიდებლად არსებობს და მას იწვევს. განცდის მთლიანობა და ერთიანობა, ამის მიხედვით, უნდა ვეძიოთ არა მოვლენათა მექანიკურ-ასოციაციურ დაკავშირებაში, არამედ „ცნობიერების შემოქმედებით სინთეზში“, მის აქტუალობაში, რომლის პრინციპი ნებელობაა. ამიტომ ვუნდტის აქტუალობის ფს-გია „ვოლუნტარისტული ფს-გიის სახელწოდებითაც არის ცნობილი.