A E

ა. აა აბ აგ ად ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აპ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აწ ახ აჰ
აღზ აღმ აღქ აღწ

აღზრდა

ფს- გიაში ად-ნის პიროვნების ფორმირების მიზანდასახული და გეგმაშეწონილი პროცესი. ა-ის ეს მიზანი – ად-ნის პიროვნების ფორმირება ყოველთვის სოც-ურად განსაზღვრულ იდეალებს ეყრდნობა. ყოველი სოც. წყობილება ა-ას საკუთარი მიზნებით, ინტერესებით და მოთხოვნილებებით განსაზღვრავს. ამიტომ ისტორიულად ყოველთვის სოციალურია და კლასობრივია.

ა. გულისხმობს ხანგრძლივ, სისტემატურ და გეგმაშეწონილ ზემოქმედებას მოზარდზე დღიდან მისი დაბადებისა, ვიდრე მოწიფულობამდე. ა-მ უნდა გაითვალისწინოს და ანგარიში გაუწიოს განვითარების ფაქტორებს - მემკვიდრეობით მონაცემებს და გარემოს - შექმნას ოპტიმალური გარეპირობები დადებითი მემკვიდრეობითი თვისებების განვითარებისათვის და აღკვეთოს სოც-ურად მიუღებელი თვისებები. აღზრდის საშუალებებია სწავლება, ავტორიტეტი, შთაგონება, შრომითი ჩვევებისა და საჭირო ჩვეულებების შემუშავება, მაგალითებით ზემოქმედება, დასაჩუქრება, ზოგიერთ შემთხვევაში სასჯელიც კი, და სხვა.

Source: ბერულავა ნადეჟდა. ფსიქოლოგიის ცნება-ტერმინთა ლექსიკონი / ნადეჟდა ბერულავა, ზოსიმე ხოჯავა /რედ. ვ. კაკაბაძე. - თბ. : ინტელექტი, 2018. – 408 გვ. : ნახ.;20 სმ. .- ISBN-9789941482694.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9