L. agglutination შეწებება, მიკერვა ფს–-გიაში – სხვადასხვა ჰეტეროგენური ელემენტების შერწემა ერთ მთლიან ხატში; ელემენტთა აპერცეფციული შეერთების უმარტივესი ფორმა. ადგილი აქვს სახვით ხელოვნებაში და, საზოგადოდ, ფანტაზიაში. მაგ. ასეთია ძველ ბერძნულ მითოლოგიაში „კენტავრი“ (არსება ცხენის ტანით და ადამიანის თავითა და გულმკერდით), „სფინქსი“ (ქანდაკება ადამიანის თავით და ლომის ტანით) და სხვა.
Source: ბერულავა ნადეჟდა. ფსიქოლოგიის ცნება-ტერმინთა ლექსიკონი / ნადეჟდა ბერულავა, ზოსიმე ხოჯავა /რედ. ვ. კაკაბაძე. - თბ. : ინტელექტი, 2018. – 408 გვ. : ნახ.;20 სმ. .- ISBN-9789941482694