A E

ა. აა აბ აგ ად ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აპ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აწ ახ აჰ
აღზ აღმ აღქ აღწ

აღქმის ონტოგენეზური განვითარება

უკვე „ძუძუს ბავშვობის ხანაში (დაბადებიდან 2 წლამდე) იწყება ბ-ვის სოლიფსურ– სუბიექტური მდგომარეობიდან გამოსვლა და ობიექტური სინამდვილის გაცნობიერება: იღვიძებს პერცეპტული ინტერესი. ბ-ვი თავიდანვე იძლევა გაღიზიანებაზე რეაქციას, მაგრამ ეს რეაქცია არ გამოხატავს საგანს და მის ნამდვილ წვდომას არ ნიშნავს. ამ პერიოდში ბ-ვის აღქმა შინაარსეულად დიფუზიურია, დაუნაწევრებელი მთლიანობაა, რ-იც მისი მოთხოვნილების მთლიან სიტუაციას უკავშირდება. მაგ., სიტყვა „დედა“ ნიშნავს კვების სიტუაციით გამოწვეულ მთლიან მდგომარეობას, (ე. ი. მაჭამე, ხელში ამიყვანე და სხვა) და არა „დედას“, რ-რც ცალკე საგანს აღქმა, ამ პერიოდში, წმინდა სუბიექტურ-ემოციური ხასიათისაა. ბ-ვის აღქმის განვითარებაში დიდ როლს ჭვრეტა და ტაცება ასრულებს. ჭვრეტის გზით ბ-ვი საგნისათვის დამახ. ნიშნებს (ფერი, ფორმა) გამოყოფს; ტაცება საშუალებას აძლევს მიიღოს საგნიდან ნაირნაირი შეგრძნებები (გემოსი, სუნის, ტაქტილური).

მეორე წლიდან ბ-ვს აინტერესებს საგნის ოპტიკურ თვისებათა ურთიერთმიმართება, მაგ, ფერისა ფორმასთან. ამ პერიოდში აღქმაში ინტელექტუალური მომენტი იჭრება და ის უკვე არ ატარებს წმინდა სუბ-ურ ემოციურ ხასიათს; მაგრამ იგი ჯერ მაინც არაა ისე დიფერენცირებული, როგორც ეს ზედა ასაკშია დამახ.

2-3 წ წ.(„სკოლის წინარე ასაკის წინა პერიოდი“); აღქმა ჯერ კიდევ შინაგანად დაუნაწევრებელი, დიფუზური და მთლიანი ხასიათისაა.

4—7 წ წ. („სკოლის წინარე ასაკი“): აღქმა არსებით ცვლილებას განიცდის, მის შინაარსში სულ უფრო და უფრო მეტი დიფერენციაცია იჩენს თავს. საგნის აღქმას ამიერიდან საგნის ობიექტური ნიშნები განსაზღვრავს და არა ერთი რიმე ნიშნით მიღებული ძლიერი შთაბეჭდილება. ექსპერ-ად დადასტურებულია, რომ აღნიშნული ასაკის ბ-ვები ახერხებენ სხვადასხვა საგნებში ნიშნების ერთდროულ გამოყოფას და ამ ნიშნების მიხედვით მათ სწორ დაჯგუფებას (“დაჯგუფების ცდე. ბი“, დ. უზნაძე; ნეკლიუდოვა).

7-12 წ.წ. („პირველი სასკოლო ასაკი"): აღქმა განვითარების უფრო მაღალ საფეხურზე ადის, ის მეტი დიფერენცირების უნარს იძენს და დაკვირვების საფუძველზე ხორციელდება. ბ-ვი ამ ასაკში ობიექტური სამყაროს საგნობრივი შინაარსის წვდომას, შემეცნებას ესწრაფვის ეს შემეცნებითი აქტიურობა, ინტელექტუალური ინტერესი, რეცეპტორების ფუნქციობასაც საზღვრავს – მიმართავს მათ საგნობრივი სამყაროს აღქმისაკენ ბ-ვი გამოყოფს საგნის დამახ. ნიშნებს და დამოუკიდებლად ახდენს მათ ანალიზს.

12 — 17 წ წ.(„მეორე სასკოლო ასაკი“); აქტიური აღქმის პროცესი სრულდება, ის თავისი განვითარების უმაღლეს, აქტიური აღქმის დონეს აღწევს და ზრდადამთავრებული ად-ნის აღქმის სახეს იღებს. აღქმის საგანი ამ ბოლო პერიოდში შინაგანად დანაწევრებულია და გარე საგნებიდან კონტურულად გამოყოფილი. ამრიგად „აღქმა წმინდა სუბიექტური მდგომარეობით გამოწვეული დიფუზური შთაბეჭდილებით იწყება (პირველი წელი) და საგნის, რ-რც შინაგანად დანაწევრებული მთლიანის წვდომის სახით თავდება“ (12—17 წ წ.).

Source: ბერულავა ნადეჟდა. ფსიქოლოგიის ცნება-ტერმინთა ლექსიკონი / ნადეჟდა ბერულავა, ზოსიმე ხოჯავა /რედ. ვ. კაკაბაძე. - თბ. : ინტელექტი, 2018. – 408 გვ. : ნახ.;20 სმ. .- ISBN-9789941482694.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9