მიმდინარეობა ფს-გიაში, წრმომადგენლებია ფ. ბრენტანო, ვ. დილთაი, ე. შპრანგერი. ა. ფს-გიას ფსიქოლოგიური მეცნიერების ძირითად და მთავარ ამოცანად ფს-კურ მოვლენათა აღწერა, ანალიზი და მათი კლასიფიკაცია მიაჩნია. ა. ფსა, რ-რც მიმართულება უპირისპირდება ახსნით (ექსპლიკაციური) ფსიქოლოგიას. ა. ფს-გიის წარმომადგენელთა აზრით, ახსნით ანუ ბუნებისმეტყველურად ორიენტირებულ ფს-გიას, რ-იც ფს-კურ მოვლენათა წარმომშობი ფიზ. და ფიზიოლ. პირობების ძიებით განისაზღვრება, ფს-კის თავისებურებათა წვდომა და გაგება არ შეუძლია. მათი აზრით, ფს-კური სინამდვილის გაგება მხოლოდ აღწერითი გზითაა შესაძლებელი. ფიზ. მოვლენების მიზეზ-შედეგობრივი ახსნა შეიძლება, ფს-კურისა კი „მხოლოდ გაგებაა შესაძლებელი“ ( ვ.დილთაი ). ე. შპრანგერის აზრით, გაგება რთული ფს-კური მოვლენისა, რ-ის არსებით თვისებას მთლიანობა წარმოადგენს, ექსპლიკაციური ( ახსნითი) კვლევისათვის მიუწვდომელია; „ექსპლიკაციური კვლევა არღვევს ფს-კური მოვლენის ბუნებრივ მთლიანობას, ხოლო მისი კვლავ აგება და სინთეზური მდგომარეობის აღდგენა არ შეუძლია".
ა. ფს-გიის დაპირისპირება ახსნით ფს-გიასთან მიმართებულია ფს-კური სინამდვილის შესასწავლად, საჭიროა რ-რც მისი აღწერა, დესკრიფციულ — ფს- გიური კვლევა, ისე მისი ექსპლიკაციური კვლევაც. „დესკრიფცია და ექსპლიკაცია ფს-კის კვლევის მხოლოდ ორი განსხვავებული ამოცანაა, რ-ებიც ფს-კურის გაგების საკითხში ურთიერთს ავსებენ“ (დ. უზნაძე).