A E

ა. აა აბ აგ ად ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აპ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აწ ახ აჰ
ახა ახს

ახალდაბადებულობის ხანა

იწყება ფიზ. გამღიზიანებლების უშუალო ზემოქმედებით, რასაც ბავშვი მტკივნეული რეაქციით უპასუხებს (კივილი, შეკრთომა ხმაურზე, თვალების დახუჭვა ძლიერ სინათლეზე და სხვა). მაგრამ ბ-ვის-თვის ობიექტური გამღიზიანებული ჯერ კიდევ არ არსებობს, რადგან იგი მასზე ადეკვატურ რეაქციას არ იძლევა. ეს ხანა გრძელდება სანამ ბ-ვი ამ სტერეოტიპულ რეაქციას თავს არ დააღწევს (პირველი 1-2 თვე). აღმზრდელი აცილებს ბ-ვს მტკივნეულ გამღიზიანებლებს, უქმნის შესაფერ „ასაკობრივ გარემოს“ (იხ.). ამიტომ ამ ხანის გარემო სოც-ა დაფეტოფილურია(იხ).

ფიზ. სტატუსი თავის, ტანისა და ფეხების ურთიერთმიმართება არაპროპორციული.

ნერვული სისტემა თავის ტვინი მორფოლოგიურად ძირითადად გაფორმებულია; აქვს თითქმის ყველა ნაპრალი და ხვეული, წონა – მცირე (340-360 გრ), მომწიფებულია ხერხემლის ტვინი, განუვითარებელია თავის ტვინთან შემაერთებელი პირამიდული გზები, რის გამოც ახალდაბადებული მოკლებულია ნებისმიერი მოქმედების შესაძლებლობას.

ცხოვრების შინაარსი: დამახ. ა მეტწილად ძილის მდგომაარეობა, დღე- ღამის განმავლობაში სძინავს თითქმის 21 ს. 30 წ., ძილის რიტმი ხანმოკლეა : ბ-ვი მალე იღვიძებს და მალევე იძინებს, განუწყვეტლივ ორ საათზე მეტი არ სძინავს, ძილი ზედაპირულია. ახალდაბადებულის ცხოვრების შინაარსი ფეტუსის არადიფერენცირებულ. სოლიფსურ მდგომარეობას უახლოვღება. შეიმჩნევა ორი სახის მოძრაობები: თავდაცვითი გამოწვეული თავდაცვის ინსტიქტით და სპონტანურ-აქტიური - გამოწვეული „ფუნქციური ტენდენციით“ (იხ). თავდაცვითი მოძრაობები ყველაზე უფრო დამახ. წოვა, იგი კვების ინსტინქტის გამოვლენაა და რეაქციულ მოძრაობათა ჯგუფს მიეკუთვნება, მაგრამ შეიძლება იგი აგრეთვე ჭამის ორგანოთა „ფუნქციობის ტენდენციით" იყოს გამოწვეული, მაგ., მაძღარი ბ-ვი საკუთარ თითებს წოვს. რაიმე საგნის მიდება ტუჩზე წოვის რეაქციას იწვევს. რეაქციათა ჯგუფს ეკუთვნის რეფლექსები: ხელის თითების მოხრა ხელის გულის გაღიზიანებისას; ფეხის გულის გაღიზიანებისას ცერის ზევით აწევა, თითებისა კი ქვევით ( ბაბინსკის რეფლექსი), ძლიერ სინათლეზე თვალების ხუჭვა, ზომიერზე გახელა მიშტერება, მოძრავ სინათლეზე თვალის გაყოლება ; სახეზე შეხებისას თავის განზე გაწევა, ტუჩების მოკუმვა ყოველი ინტენსიური გამღიზიანებელი, შინაგანი თუ გარეგანი, მთელ სხეულს აღძრავს და შოკისა და კივილის რეაქციას იწვევს.

აქტიური მოძრაობები: ხელ-ფეხის გაჭიმვა-მოხრა, სხეულის გაჭიმვა, გაზმორება, თვალების ზოგიერთი მოძრაობა; სხვადასხვა მოძრაობები დაბანის დროს, გრიმასები ტუჩებით და ქუთუთოებით ( ვ. პრაიერი). აქტიურ მოძრაობებს გარკვეული ბიოლოგიური მნიშვნელობა აქვთ: ემსახურებიან ორგანოების წინასწარ მომწიფება-განვითარებას.

Source: ბერულავა ნადეჟდა. ფსიქოლოგიის ცნება-ტერმინთა ლექსიკონი / ნადეჟდა ბერულავა, ზოსიმე ხოჯავა /რედ. ვ. კაკაბაძე. - თბ. : ინტელექტი, 2018. – 408 გვ. : ნახ.;20 სმ. .- ISBN-9789941482694.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9