A E

ა. აა აბ აგ ად ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აპ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აწ ახ აჰ
ახა ახს

ახსნა

ანუ ექსპლიკაცია ნიშნავს იმ მიზეზებისა და პირობების ჩვენებას, რ-ებიც გასაგებს ხდის, თუ რატომაა მოცემული მოვლენა ისეთი, რა სახითაც იგი გვეძლევა. ა. იძლევა პასუხს კითხვაზე: „რატომ“, საპირ-დ აღწერისა, რ-იც იძლევა პასუხს კითხვაზე: „რა“ და „როგორ“. ა-სთან გვაქვს საქმე: ა) როცა უცნობი, ახალი მოვლენა დაგვყავს უკვე ნაცნობზე, ანუ ახსნილზე, მაგ., საჭმლის მონელების დაყვანა წვის პროცესზე მის საკმარის ახსნასაც ნიშნავს; ბ) როცა მოვლენათა შორის ვამყარებთ აუცილებელ კავშირს, სადაც წინმავალი მოვლენა გამომწვევი მიზეზია და მომდევნო კი მისი შედეგი. ა., რ-რც მიზეზ-შედეგობრივი კავშირის ჩვენება მოვლენათა შორის, ყოველი საბუნებისმეტყველო მეცნიერების მთავარი ამოცანაა. მაგრამ მოვლენათა სწორი ახსნა მათი აღწერის გარეშე შეუძლებელია, ამიტომ საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში აღწერასაც მნიშვნელოვანი როლი განეკუთვნება (იხ. აღწერა).

Source: ბერულავა ნადეჟდა. ფსიქოლოგიის ცნება-ტერმინთა ლექსიკონი / ნადეჟდა ბერულავა, ზოსიმე ხოჯავა /რედ. ვ. კაკაბაძე. - თბ. : ინტელექტი, 2018. – 408 გვ. : ნახ.;20 სმ. .- ISBN-9789941482694.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9