| | |
(სურათის აღწერის ტესტის მიხედვით) ა. ბინემ და ვ. შტერნმა სურათის აღწერის ტესტით (იხ. ჩვენების ფსიქოლოგია) დაადგინეს ბ. გ. გ. სამი პერიოდი:
1. საგანთა ჩამოთვლის, დასახელების (ა. ბინე) ანუ სუბსტანციის (ვ. შტერნი).
2. აღწერის (ბინე) ანუ მოქმედების, აქციის პერიოდი (შტერნი).
3. ინტერპრეტაციის (ბინე) ანუ რელაციის პერიოდი ( შტერნი).
სურათის აღწერის ტესტი: ბ-ვს აწვდიან რაიმე მარტივი შინაარსის სურათს და ეკითხებიან, თუ რა არის მასზე დახატული.
1. ჩამოთვლის ანუ სუბსტანციის პერიოდი: 3—5 წლის ნორმალური გონებრივი განვითარების ბ-ვი ჩამოთვლის სურათზე დახატულ საგნებს ცალ-ცალკე, ერთმანეთთან დაუკავშირებლად.
2. მოქმედების, აღწერის ანუ აქციის პერ: 7-9 წ წ. ბ-ვი აღწერს მოქმედებებს, ცდილობს ჩაწვდეს, თუ რა ხდება, ვინ რას აკეთებს.
3. ინტერპრეტაციის ანუ რელაციის პერიოდი: 11 წელი და ზევით, ბ-ვი ამყარებს საგანთა შორის მიმართებებს, ამისათვის იყენებს მაღალ გონებრივ აქტებს: განყენებას, შედარებას, კავშირების დადგენას ცდილობს ჩაწვდეს სურათის იდეას და არსებითად გააანალიზოს ის.
| | Top 10 • Feedback • Login | |
| © 2008 David A. Mchedlishvili | XHTML | CSS | Powered by Glossword 1.8.9 |