A E

ბა ბგ ბე ბი ბო ბრ ბუ
ბავ ბაზ ბათ

ბავშვის ფსიქოლოგია

ფსიქოლ. მეცნიერების დარგი, შეისწავლის ბ-ვის ფსიქიკურ განვითარებას დაბადებიდან მოწიფულობამდე, ე. ი. ვიდრე ბ-ვი ინსტინქტურ-იპულსური არსებიდან თანდათან შეგნებული, მიზანშეწონილი ქცევის სუბ-ად იქცეოდეს. ბ. ფს-გიის კვლევის საკითხებია: ბ-ვის ინსტიქტური და ნებელობისეული მოქმედების აქტები, ინტელექტი, მეტყველება, სოც. ქცევის ფორმები, თამაში და სხვა. ბ-ვის ფს-გიის კვლევის მეთოდებია–გამოწვევითი ექსპერიმენტი, დღიურის წარმოების მეთოდი (დაკვირვება). ბ-ვის შემოქმედების პროდუქტების შესწავლის მეთოდი: კლინიკური საუბრის მეთ. ბუნებრივი ექსპერ.

ბ-ვის ფს-გიას დიდი მნიშვ. აქვს პედ. პრაქტიკისათვის. ბ-ვის განვითარების კანონზომიერებათა ცოდნა იძლევა მეცნულ საფუძველს სწავლა-აღზრდის სწორად წარმართვისათვის ბ. ფ-ის ფუძემდებელნი არიან: ვ. პრაიერი, ვ. შტერნი, კ. ბიულერი, კ. კოფკა, ჟ. პიაჟე, ე. მოიმანი და სხვები, საქართველოში ბ. ფ-გიას საფუძველი ჩაუყარა დ. უზნაძემ, ქართველ ბ-ვებზე საკუთარი დაკვირვების მონაცემების საფუძველზე მან დაწერა მონოგრაფიული გამოკვლევა „ბავშვის ფსიქოლოგია“.

Source: ბერულავა ნადეჟდა. ფსიქოლოგიის ცნება-ტერმინთა ლექსიკონი / ნადეჟდა ბერულავა, ზოსიმე ხოჯავა /რედ. ვ. კაკაბაძე. - თბ. : ინტელექტი, 2018. – 408 გვ. : ნახ.;20 სმ. .- ISBN-9789941482694.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9