A E

ა. აა აბ აგ ად ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აპ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აწ ახ აჰ
აგე აგზ აგლ აგნ აგო აგრ

აგნოზია

Gk. a - უარყ. ნაწ., agnōsis ცოდნა, შემეცნება

აღქმის პათოლოგიური დარღვევა, სუბ. აღიქვამს საგანს და ვერ ცნობს მას. ა. სამი სახისაა:

1. ოპტიკური ა. – „სულიერი სიბრმავე“, სუბ. ხედავს და ვერ ცნობს საგანს. მაგ., ხედავს ფანქარს და არ იცის, რომ ეს ფანქარია.

2. აკუსტიკური ა. - „სმენითი სულიერი სიყრუე“ – სუბ. ვერ ცნობს ნაცნობ ბგერებს, ტონებს; „ნაცნობის ხმას ისმენს და არ იცის თუ ვისი ხმაა ეს.

3. ტაქტილური ა. – „შეხებითი (ტაქტილური) სულიერი სიბრმავე“ – სუბ. ვერ ცნობს საგნებს შეხებით.

ამის გამომწვევი მიზეზია არა გრძნობის ორგანოების – თვალის, ყურის, კანის დააგადება, არამედ თავის ტვინის ქერქის გარკვეული ნაწილების დაზიანება. ა-ის ერთ-ერთი სახეა ალექსია.

Source: ბერულავა ნადეჟდა. ფსიქოლოგიის ცნება-ტერმინთა ლექსიკონი / ნადეჟდა ბერულავა, ზოსიმე ხოჯავა /რედ. ვ. კაკაბაძე. - თბ. : ინტელექტი, 2018. – 408 გვ. : ნახ.;20 სმ. .- ISBN-9789941482694.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9