ზოგადი გონიერების შემოწმების ტესტი, შედგენილი და გამოყენებული იყო ამერიკაში, ჯარისკაცების გონებრივი განვითარების დონის შესამოწმებლად მათი გადარჩევის მიზნით პირველი მსოფლიო ომის დროს ტესტი შემუშავებულია წერა- კითხვის უცოდინარებისათვის და არაინგლისურ ენაზე მოლაპარაკეთათვის. ამით განსხვავდება იგი ალფა ტესტისაგან (იხ. ალფა-ტესტი).
Source: ბერულავა ნადეჟდა. ფსიქოლოგიის ცნება-ტერმინთა ლექსიკონი / ნადეჟდა ბერულავა, ზოსიმე ხოჯავა /რედ. ვ. კაკაბაძე. - თბ. : ინტელექტი, 2018. – 408 გვ. : ნახ.;20 სმ. .- ISBN-9789941482694.